საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს „კოკორის“ მე-12 გამოცემაში მისცა 240 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ხელახლა განიხილა იაკობ გოგებაშვილის თხოვნა „კოკორის“ მე-12 გამოცემაში 240 მან. ერთიანად მიცემის შესახებ და დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე აბაშიძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 ნოემბრისთვის იაკობ გოგებაშვილის მოხსენების შესახებ არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის შემდეგი გადაწყვეტილება – მიეცეს იაკობ გოგებაშვილს 240 მანეთი „კოკორის“ 400 ცალში ნაწილ-ნაწილ წლის განმავლობაში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ილია კარგარეთელს თავის „სახალხო სიმღერებში“, რომელიც გამოსცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, უნდა მიეღო ჰონორარი 172 მან. 50 კაპ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 240 მანეთად შეიძინა საავტორო უფლება იაკობ გოგებაშვილის „კოკორის“ მე-12 გამოცემაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯით დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის „კოკორის" მე-12 გამოცემა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა, გამგეობას სთხოვა, ერთიანად მიეცათ საზოგადოების მიერ შეძენილი „კოკორის“ მე-12 გამოცემაში 240 მან., სამაგიეროდ რვეულების თანხას, 75 მან. საზოგადოებას წლის ბოლომდე დააცდიდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ თანახმად ილია კარგარეთელის თხოვნისა, მიეცათ მისთვის 50 მან. და ჩამორთმეოდა პირობის ქაღალდი, რომ იგი სრულიად უთმობდა საზოგადოებას სახალხო სიმღერების კრებულის საავტორო უფლებას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში ილია გიორგის ძე კარგარეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა თავისი „სახალხო სიმღერების“ გამოცემის 20 ეგზემპლარს მუსიკის მცოდნე პირებთან გასაგზავნად რუსეთში და ქართველ სტუდენტთა ბიბლიოთეკებში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ილია გიორგის ძე კარგარეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა 50 მანეთს, რის სანაცვლოდ საზოგადოებას უთმობდა საავტორო უფლებას მის მიერ შეკრებილ და ნოტებად ჩაწერილ ქართულ სახალხო სიმღერებზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ილია კარგარეთელს თავისი სახალხო სიმღერების კრებულის ჰონორარად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული ჰქონდა 50 მან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯით დაიბეჭდა ილია კარგარეთელის „სახალხო სიმღერების“ კრებული იმ პირობით, რომ მოგების ნახევარი უნდა მისცემოდა ავტორს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია კარგარეთელის „სახალხო სიმღერების“ თითო ეგზემპლარი დაუჯდა 27 კაპ., ხოლო ყიდდა 50 კაპიკად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ გამოსცა ილია კარგარეთელის „სახალხო სიმღერები“ 1500-იანი ტირაჟით.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ელენე ჯინოშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა წიგნების გაგზავნა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის ბიბლიოთეკისთვის.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნების ვაჭრობიდან შემოსავალმა თვალსაჩინოდ იმატა: 1906 წელს შემოვიდა 2469 მანეთი და 50 კაპიკი, 1907 წელს – 3075 მანეთი და 65 კაპიკი, 1908 წელს – 4083 მანეთი, 1909 წელს – 3900 მანეთი და 34 კაპიკი, 1910 წელს – 4640 მანეთი და 13 კაპიკი, 1911 წელს – 4570 მანეთი და 26 კაპიკი და 1912 წელს – 7845 მანეთი და 09 კაპიკი. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავი, რომელიც საზოგადოების კანცელარიაში იყო მოთავსებული, საანგარიშო წლის ზაფხულში გამგეობამ ქართულ გიმნაზიაში გადაიტანა და მესამე სართულზე, დიდ დარბაზში მოათავსა. წიგნსაცავი და მუზეუმი ყოველდღე ღია იყო, დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას არ ჰქონდა ისეთი ძლიერი და მუდმივი წყარო, რომ ერთ სკოლაში ორი მასწავლებლის დანიშვნა შეძლებოდა. საზოგადოების შემოსავალს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელუხლებელი თანხა ასი ათას მანეთს გადასცდა, მის განკარგულებაში მხოლოდ 25 ათასი მანეთი იყო, 75 ათას მანეთს კი სხვა დანიშნულება ჰქონდა. ანდერძის მიხედვით, თანხა შემომწირველთა სურვილისამებრ უნდა დახარჯულიყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამგეობა ცდილობდა, ხელუხლებელი ძირითადი თანხა გაეზარდა და ძლიერი სასკოლო ფონდი შეექმნა. თანხების წლიური სარგებლის ერთი მეათედი ძირითად თანხას ემატებოდა, ხოლო ცხრა მეათედი იხარჯებოდა. ძირითადი თანხა მუდმივად იზრდებოდა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ ანგარიშში მიეცა 360 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ოთხ მასწავლებელს ხელფასი მოუმატა. გამგეობა თვლიდა, რომ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სჭირდებოდა ხელმძღვანელი, რომელიც მათ მუშაობას ყურადღებას მიაქცევდა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია არა ახალი სკოლების დაარსებას, რაც შეუძლებელიც იყო უსახსრობის გამო, არამედ არსებული სკოლების მდგომარეობის გაუმჯობესებას. წინა წლებთან შედარებით საანგარიშო წლის განმავლობაში გამგეობამ უფრო მეტი თანხა დახარჯა, რომ სწავლა-აღზრდის საქმე რაციონალურ ნიადაგზე დაეყენებინა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხის შემცირებასთან დაკავშირებით დიდი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან საწევრო გადასახადის შემცირება საზოგადოების წესდების შეცვლას გამოიწვევდა, რაც გამგეობას და კომისიას შეუძლებლად მიაჩნდა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე წიგნების ბეჭვდის საკითხი განიხილეს. საანგარიშო წლის განმავლობაში გამგეობამ მხოლოდ ის წიგნები დაბეჭდა, რომლებზეც დიდი მოთხოვნა იყო. სხვა წიგნების დაბეჭდვა კი თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლეს. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას გამგეობამ მოახსენა, რომ კომისიასთან ერთად დიდხანს მსჯელობდა როგორ ჩამოეყალიბებინა საზოგადოების ორგანოს შემადგენლობა ისე, რომ გამგეობის მოქმედება უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოების გამგეობა ხარკოვის წერა-კითხვის საზოგადოების მსგავსად დანაწილებულიყო, თუმცა ხარკოვის წერა-კითხვის ორგანიზაცია მათთვის გამოსადეგი არ აღმოჩნდა და საქმის უფრო მარტივად მოწესრიგება გადაწყვიტეს. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.