რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში კავკავის სკოლისთვის გასაგზავნად ქვითრების დასაბეჭდი თანხის, 2.50 მანეთის გრიგოლ ჩარკვიანისთვის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის საორგანიზაციო ხარჯისთვის მიეცათ 10 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-30 ნოემბრის შემოსავალი იყო 1403 მან. 76 კაპ., ხარჯი – 2178 მან. 10 კაპ. 30 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19196 მან. 64 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუას თხოვნა 10 საკვიტანციო წიგნი და სკოლისათვის ია კარგარეთელის 3 ცალი „სახალხო სიმღერათა კრებულის“ გაგზავნის შესახებ და დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ გაეგზავნათ 10 საკვიტანციო წიგნი და სკოლისათვის 3 ცალი ია კარგარეთელის „სახალხო სიმღერათა კრებული“. მოთხოვნილი წიგნები ღირდა 1 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ხარჯთაღრიცხვა ივანე დემუროვისთვის წიგნების ანგარიშში 12. 22 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ნიკოლოზ ბადრიძისთვის ია კარგარეთელის 1500 ცალი „სახალხო სიმღერების კრებულის“ ასაკინძად უნდა მიეცათ 15 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ელენე ანტონოვსკისასთვის მიტროპოლიტ იოანიკესთვის გაგზავნილი წერილის გადასაწერად მიეცათ 1 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისცა საგზაო თანხა 16 მან. და ხელფასი 48 მან, სულ 64 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში 165. 85 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილისთვის მიეცათ საგზაოდ 16 მან. და ხელფასი 48 მან, სულ – 64 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, 483 მან. 50 კაპ. ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის შეშის დასახერხად 50 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში მდივნის თანაშემწის, შიო ქუჩუკაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა, რომ გამგეობის მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის მიეცათ დივიდენდის ანგარიშში 15 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის ნოემბრის ხელფასის – 75 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგის, ტარას მომცემლიძისთვის 42 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის“ ანგარიშიდან 300 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ განზრახული კონცერტის გამართვის შესახებ და დაადგინა, 18 დეკემბერს დანიშნულიყო კონცერტი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.