საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91163

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გ. ს. ალექსეევ-მესხიევი იყო არტისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ი. ი. მალინინს დამსახურებული სახელმწიფო მრჩევლის წოდება ჰქონდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მალინინი იყო თბილისის 1–ლი სამხედრო სამკურნალოს მთავარი ექიმი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ოჰანეზ ყაზაროვი ცხოვრობდა ერევანში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვართან ყაზაროვი იყო ერევნის გუბერნიის სოფელ იღდირის მცხოვრები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ აკაკი წერეთლის პოემა „თამარ ცბიერი“ იყიდებოდა მორიჯის ბიბლიოთეკაში გოლოვინის გამზირზე მუხრან-ბატონის სახლში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში. ფასი ათი შაური იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „გმირისეული ქალის“ I ნაწილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი) იყო ქართული დრამატული დასის არტისტი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 20 მარტს ხუთშაბათს არტისტი გ. ს. ალექსეევ-მესხიევი გამართავდა სასიმღერო და სალიტერატურო საღამოს. იგი რუსულად წაიკითხავდა გოგოლის თხზულებას „შეშლილის წერილებს“ და წარმოადგენდა შილერის ტრაგედიიდან სცენას „ავაზაკები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საპოლიტიკო ყოფა ევროპაში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ქუჩები მოუწესრიგებელი იყო და ქალაქის გამგეობა ყურადღებას არ აქცევდა. სწორედ ამიტომ, ყორღანოვის ქუჩის მცხოვრებლებმა გამოსავალი იპოვეს და ქვაფენილის დასაგებად თანხა შეაგროვეს, გადასცეს ამავე ქუჩის მცხოვრებელ ვასილიევს, რომელმაც ქალაქის გამგეობიდან ნებართვა აიღო, რათა სამუშაოები დაეწყოთ მუშებს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დონდაროვი მემამულე იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დონდაროვი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბალუევი მემამულე იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბალუევი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი მემამულე იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონოვა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის არტისტი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდა სანდრა დავითის ასული დავიდოვისა და დიდი მარხვის პერიოდში კონცერტის გამართვას გეგმავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონის „გმირისეულის ქალის“ II და III ნაწილი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრა დავითის ასულმა დავიდოვმა პეტერბურგში სამუსიკო სკოლა დაამთავრა. მას არტისტი ლეონოვა ასწავლიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 20 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მუშათა ანღრევა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომელი როზანოვი და მისი უმცროსი თანაშემწე სტუპნიკოვი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდნენ მამულების: ზინდისის, ბუღაურას, ცედანის, ბრილისა და ქემფერის დაყოფის საკითხს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანოვი მთავარმართებლობის განკარგულებით აგარისა და გომის მამულების ერთმანეთისაგან განცალკევების საკითხს უხელმძღვანელებდა.