საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 26 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი მევენახეობისა და მეღვინეობის საჭიროებანი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 აპრილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი საგანგებოდ გაემგზავრა ბათუმში, საიდანაც იალტაში მიბრძანდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 29 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადოებათა საანგარიშო კრებები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ საქართველოში ოდითგანვე აბრეშუმის ჭიის მოვლა დედაკაცების საქმე იყო. მამაკაცებს საოჯახო საქმეები: ხვნა-თესვა, საქონლის მწყემსვა, ნადირობა, მტრის მოსაგერიებლად და სალაშქროდ გასვლა და სხვ. არ აძლევდა დიდი ხნით შინ დარჩენის საშუალებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი აღნიშნავდა, რომ საინგილოში აბრეშუმის ჭიის მოვლა დედაკაცების საქმიანობად და მოვალეობად ითვლებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის სტატია „აბრეშუმის მრეწველობა საინგილოში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში დანიშნული იყო სომხური წარმოდგენა, სადაც ითამაშებდნენ „ჰამლეტს“ და მთავარ როლს ადამიანი შეასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ მას შემდეგ რაც მამაკაცებს ომში სიარული აღარ უწევდათ საშუალება მიეცათ თავიანთ სახლ-კარზე ეზრუნათ, თუმცა რადგანაც ხშირად იბრძოდნენ და სახლიდან მოშორებით იყვნენ, არაფერი გაეგებოდათ საოჯახო საქმეების. ამის გამო, კვლავ ქალს უწევდა ყველა საშინაო საქმის მოგვარება და ეს მათ მოვალეობადაც კი ითვლებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრები თუკი დაესწრებოდნენ წლიურ კრებას, ერთობლივი ძალებით შეძლებდნენ საქმის წინ წაწევას, გაძლიერებას, სხვა არააქტიური წევრები დაინახავდნენ ამ ყველაფერს და მოინდომებდნენ გააქტიურებას. ეს თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ საზოგადოების საქმე წარმატებულად ვერ წარიმართებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების რომელიმე წევრს თუკი გული შესტკიოდა და სურდა საქმეები წარმატებით წარმართულიყო, მაშინ წლიურ კრებას აუცილებლად უნდა დასწრებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრებს კანონის თანახმად შეეძლოთ გამგეობის არჩევა და სწორედ ამიტომ გამგეობის არასწორად გაკეთებული საქმეები თავად ამ წევრების პასუხისმგებლობა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოება ყველაზე მეტად უნდა განიცდიდეს თავიანთი წევრების საქმეების მიმართ გულგრილობას, რადგან სწორედ ამ ორი საზოგადოების ხელშეწყობასა და კეთილდღეობაზე იყო დამოკიდებული ხალხის წარმატება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ფელეტონი „ზოგიერთი ცნობანი და მოსაზრებანი შესახებ საქართველოს ისტორიისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 30 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის ღვაწლი“.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია დაიბადა 1886 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში .

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ფელეტონი „ზოგიერთი ცნობანი და მოსაზრებანი შესახებ საქართველოს ისტორიისა“.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის მაისში სემინარიიდან გარიცხულმა მესამე კლასის მოსწავლემ იოსებ ლაღიევმა სასწავლებლის რექტორი ჩუდეცკი მოკლა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ადოლფის ძე ფინი გაძარცვეს და 80 მანეთის ღირებულების 4 ვერცხლის საათი მოპარეს. ძარცვაში ბრალდებული ნიკოლოზ ნიკოლსკი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 2 მაისს სასამართლომ იასონ იოსელიანისა და ნიკოლოზ კორინთელის საქმე განიხილა. მათ უფლების გადამეტებასა და თანხის გაფლანგვა-გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. საქმეს 200-მდე მოწმე ჰყავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 მაისს გიორგი მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 6 მანეთი გადაიხადა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ნიკოლოზ ნიკოლსკი აზნაური იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ადოლფის ძე ფინი ექიმი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ იოსელიანი პოდპოლკოვნიკი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ კორინთელი პრაპორშჩიკი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ძველ მეგობარს“ გამოქვეყნდა.