რეგისტრირებული ფაქტები82070
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 9 ივნისს სამუზეუმო კომიტეტის კრებას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. კრებაზე გადაწყვიტეს, იასონ ციციშვილის წინადადება ფიქრის გორაზე სახლის აშენებასთან დაკავშირებით იმ პირობით მიეღოთ, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა და მუზეუმს მოხმარდებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს დიმიტრი ნონიკაშვილმა შეაკეთა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კარადები, გამოცვალა კარადის გასაღები, შეღება კიბე, რისთვისაც მიიღო ოცი მანეთი და ერთი აბაზი. თანხის მიღება მის ნაცვლად ხელმოწერით დაადასტურა ალექსანდრე სარიბეგაშვილმა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ქაღალდის პორტფელი, რომელშიც იდო საათი, ზოგიერთი მისი ხელნაწერი, ორი საფულე – ერთ-ერთში იყო ქართული თეთრი ფული, ფანქრები, კალმები, კალმის ყუთი, კალმის დანა და პატარა მაკრატელი. ყველა ეს ნივთი შესანახად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ტყავის პორტფელი, რომელშიც ინახებოდა მისი სხვადასხვა პირებთან მიმოწერა. ასევე, ქაღალდის პორტფელი თხზულებითურთ მეხუთე ტომისთვის მომზადებული მასალებით.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 28 მარტს „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში გახსნეს ბათუმიდან ჩამოტანილი, არჩილ ჯორჯაძის ნივთების ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა დალუქული კონვერტი მისი ხელნაწერით, რომ კონვერტის გახსნის უფლება მხოლოდ კიტა აბაშიძეს ჰქონდა მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ.
1911
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა იმ სურათების სია, რომელიც გამომცემლობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უძღვნა: „განდეგილის“ ორი სურათი, „ოთარაანთ ქვრივის“ ორი სურათი, „კაცია-ადამიანის“ სამი სურათი, „გლახის ნაამბობის“ ორი სურათი, „აჩრდილის“ ერთი სურათი, „კაკო ყაჩაღის“ ორი სურათი, „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ ორი სურათი და „გლეხთა განთავისუფლების პირველ დროის სცენების“ ერთი სურათი.
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თითქმის ოცი წელი ცდილობდა სამუზეუმო შენობის აგებას. ამ გეგმის განხორციელება დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედების წყალობით შესაძლებელი გახდა და რამდენიმე წელიწადში მუზეუმი უნდა აშენებულიყო. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას ცალ-ცალკე მუზეუმები ჰქონდათ. ორივე საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს ერთი კარგად მოწყობილი მუზეუმი უნდა ჰქონოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ორივე საზოგადოების მუზეუმის გაერთიანება. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საზოგადოების მიბარებულ ქონებას განაგებს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო წერა-კითხვის საზოგადოების სამ წარმომადგენელთან ერთად, რომლებსაც უფლება ეძლევათ თუ არ დაეთანხმებიან საბჭოს რომელიმე დადგენილებას მიბარებული ქონების შესახებ, წერა-კითხვის საზოგადოებაში აღძრან საკითხი და ორივე საზოგადოების შეერთებული კრება განიხილავს მას. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ სამუზეუმო ნივთების ჩაბარების შემდეგ საისტორიო საზოგადოებას გადასცეს თანხა, რომელიც მუზეუმ-ბიბლითეკისათვის აქვს განკუთნილი. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ჩაიბარებს წერა-კითხვის საზოგადოების ყველა სამუზეუმო ნივთს, ნაბეჭდ და ხელნაწერ წიგნს, სიგელ-გუჯარს, სურათსა და ნუმიზმატიკურ კოლექციას. საისტორიო საზოგადოების მიერ ყველა ნივთი აღიწერება როგორც საერთო, ისე ცალკე დავთრებსა და კატალოგებში. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 3 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავის გამგის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, საჭირო იყო წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარების შემოწმება და ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ნივთების სიის შედგენა, რასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდებოდა. მისი აზრით, წიგნსაცავი მკითხველთათვის ერთი თვით უნდა დახურულიყო.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, მას მაისში სამეცნიერო მიზნით ნუმიზმატიკური ნივთების დათვალიერება დასჭირდა, კარადის გასაღები მაშინაც გაფუჭებული იყო. მან ვერ გაიხსენა ოქროს ფულები იყო თუ არა იქ, ხოლო ოქროს საბურნუთე მუზეუმის ნივთებში არ უნახავს და ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეეძლო.
1913
ტიპი: ავტორობა
სერგო კაკაბაძის 1913 წლის 12 თებერვლის მოხსენების მიხედვით, სამუზეუმო ნივთების კარადის დაკეტვის დროს ვასილ კლდიაშვილს გასაღები გაუტყდა. თვითონ აპირებდა გასაღების გამოცვლას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს, ხოლო აპრილში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვასილ კლდიაშვილისაგან შეიტყო, რომ გასაღები ისევ გასაკეთებელი იყო და კარადა ღია. მან ვასილ კლდიაშვილსა და ლუარსაბ ბოცვაძეს უთხრა, რომ აუცილებლად გაეკეთებინათ გასაღები, თუმცა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს.