საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92927

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა თელავის მაზრას უფლება მისცა 3 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 2 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა სიღნაღის მაზრას უფლება მისცა 5 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 3 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 2 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტის გადაწყვეტილებით პანსიონში მოსწავლეების ვაკანსია განაწილდა იმ მაზრების მიხედვით, რომლებსაც ბანკის დაარსებაში ჰქონდა წვლილი შეტანილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, სათავადაზნაურო საზოგადოების ზოგიერთი წევრი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ პანსიონში უმეტესად იზრდებოდნენ იმ მაზრის თავადაზნაურთა შვილები, რომლებიც რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობდნენ და უფრო მცირერიცხოვანი იყო ქალაქიდან მოშორებით მცხოვრები მოსწავლეები, მაგალითად სიღნაღის ან თელავის თავადაზნაურების შვილები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს მაისის დასასრულსა და სექტემბრის დასაწყისში მეოთხე განყოფილებიდან საზოგადოების სრულ ხარჯზე მყოფი 8 მოსწავლე და ნახევარ-ხარჯზე მყოფი – 5 გავიდა გამოცდაზე პირველ კლასში გადასასვლელად. მათ გამოცდა ვერ ჩააბარეს და წესისამებრ შეუწყდათ დაფინანსება, რის შემდეგაც პანსიონში 13 მოსწავლის ადგილი გათავისუფლდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც თავადაზნაურობის საზოგადოების ხარჯზე სწავლობდნენ იხდიდნენ მხოლოდ 10-10 თუმანს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის 51 მოსწავლიდან 18 მოსწავლე საკუთარი ხარჯით სწავლობდა და იხდიდა სწავლის საფასურს ოც-ოც თუმანს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეების რიცხვი სულ 51-ს შეადგენდა, საიდანაც 20-ს სათავადაზნაურო საზოგადოება სრულად აფინანსებდა, 13-ს – ნაწილობრივ.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბა ქეშიკაშვილი იყო ფშაველი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ ქეშიკაშვილი თბილისის ფოსტის ძარცვის საქმის მოწმე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ტირძნისის სკოლის მოსწავლეებს სასწავლებლად ყველა საჭირო ნივთი ჰქონდათ, რაც სულხანოვის ძალისხმევით იყო მოძიებული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღვარმა სულხანოვმა სოფელ ტირძნისის სკოლას ფიცრის სადგომი დაუთმო. ზაფხულში კი სკოლისთვის ქვითკირის შენობის აშენებას გეგმავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციის ზედახმედველმა ყორღანოვმა გაბო ჭიჭინაძე დააპატიმრა ყალბი სასწორისა და გირვანქიანების გამოყენების ბრალდებით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციის ზედამხედველმა ყორღანოვმა კუკიის ხიდზე მირზოევის სახლებში აღმოაჩინა გაბო ჭიჭინაძის ქალაქისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და გირვანქიანები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 15 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვს დავალიანება ჰქონდა 3794 მანეთი და 3 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეკატერინა დიმიტრის ასულ გოგსაძეს დავალიანება ჰქონდა 4908 მანეთი და 66 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისს ქართულ თეატრში „ჰამლეტს“ წარმოადგენდნენ ჩარსკის მონაწილეობით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინო იაგორის ასულ ყიფიანს დავალიანება ჰქონდა 12 361 მანეთი და 52 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 8225 მანეთსა და 21 კაპიკს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მოღნინისა და ბებუთოვის ქუჩის N 21-ში მდებარე ორსართულაინი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი ფლიგელით და 87 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაგრატ მიხეილის ძე წერეთელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე საძოვარი ადგილები, ტყე 1020 დესეტინა და 1920 საჟენი მიწით, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ლისში მდებარე სახნავი, საძოვარი, საბოსტნე ადგილები, 233 დესეტინა და 956 საჟენი სათიბი, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მერაბ იოსების ძე გედევანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის მაზრის სოფელ მუხათგვერდში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი ადგილები, 60 დესეტინა და 110 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სტეფანე ნიკიტას ძე ტერ-აბრამოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ავლაბარში კახეთის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, რომელსაც 103, 3/10 კვადრატული საჟენი მიწა ეკავა და ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.