რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიქორ მიკირტიჩიანი იყო პატიმარი.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმები იყვნენ ადამ და დარჩო მიქელაძეები.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიქორ მიკირტიჩიანს თბილისის საოლქო სასამართლომ სამი წლით საპატიმრო როტაში სამსახური მიუსაჯა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეკმა მამედ ყადირ-ოღლიმ და ზაქარ ფხოველაშვილმა იჩხუბეს და ერთმანეთს სცემეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პატიმარი გრიქორ მიკირტიჩიანი გაიქცა მძიმე ავადმყოფებისთვის განკუთვნილი ახალქალაქის ციხიდან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „მერცხალი“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარაძესთან. წიგნის ფასი 7 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაკ დავლაშერიძემ სოფ. ვარგაში მცირეწლოვან ელისაბედ თომასოვისაზე ძალადობა სცადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ კოსიჩენკო გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობდა. მან თავის მოწამვლა პირადი ურთიერთობის მიზეზით სცადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არუთინოვს მოეხსნა ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების ბრალდება, რადგან დამნაშავე დავით ჯავახოვი აღმოჩნდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მცირეწლოვანი ანა გალუსტოვისა გააუპატიურა დავით ჯავახოვმა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილმა თბილისის სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ თავის მოკვლა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო და დააკავეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილი ოსი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისი სასულიერო სემინარიის მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მძიმედ დაჭრა რექტორი მუცელსა და კისერში. დაჭრილი სამი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ეხმიანებოდა დიმიტრი ყიფიანის წერილს სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით. ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ არც თავადაზნაურებისთვის და არც ბანკის დამფუძნებლებისთვის არ დაუწამებიათ ბანკის საქმეების უცოდინრობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელი დაეჯახა მიხეილ შერმაზანოვს, რომელიც მძიმედ დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელმა გაიტანა გიორგი ყაითმაზოვი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოში დანიშნული იყო ათინაიდა ნიჟარაძის საქმე. მას ბრალდებოდა მეუღლის, ოტია ნიჟარაძის სახელით ყალბი ანდერძის შედგენა. ეს საქმე დაიწყო 1869 წელს, თუმცა ბრალდებულის ავადმყოფობის გამო გადაიდო. იგი სასამართლოში საკაციით უნდა მიეყვანათ.

