რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ ალექსი გელაშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელაშვილმა გადაიხადა საწევრო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი, ალექსანდრე გიგას ძე ბერძენიშვილი და ბარბარე იაკობის ასული ბრეგვაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ნიკოლოზ (ნიკო) ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილმა გადაიხადა საწევრო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იასონ ფარნაოზის ძე გობაძემ და ნოე კონსტანტინეს ძე გობაძემ გადაიხადეს საწევრო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ვერა იაკობის ასული ვარაზიშვილი, ბარბარე კონსტანტინეს ასული ვაჩნაძე, კონსტანტინე დავითის ძე ვაჩნაძე და ლუკა დავითის ძე ვადაჭკორია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი სიმონის ძე დემეტრაშვილმა გადაიხადა საწევრო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ აბიათარ დავითის ძე გოიავა და ილია მიხეილის ძე გოგიძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ონისიმე ვასილის ძე გამზარდიამ და გერმანე იოსების ძე გოგიტიძემ გადაიხადეს საწევრო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გაეგზავნა 25 მანეთი მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთებისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა 4 საათსა და 40 წუთზე. შემდეგი კი დაინიშნა კვირა დღეს, 14 დეკემბერს დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოხსენება, რომ 1912 წლის 26 თებერვალს დაბა ხაშურში გაიმართა კრება იმ პირთა, რომელთაც სურდათ იქ დაეარსებინათ ბიბლიოთეკა და სამკითხველო. მათ ასევე აირჩიეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებად გიორგი იოსელიანი, ტრიფონ ჯაფარიძე, ალექსანდრე ნაიტაკი, იოსებ ძნელაძე და ივანე ტატიშვილი, რომლებიც მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა აღნიშნულ პოზიციაზე. ასევე ბიბლიოთეკის გამგეობამ საზოგადოებას სთხოვა თითო ცალი წიგნი მიეწოდებინათ თავისი გამოცემიდან, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ გაჭირვების გამო დახმარებოდნენ საზოგადოების სტიპენდიატ დავით ჩხეიძეს 15 მანეთით. გამგეობამ უსახსრობის გამო ვერ დააკმაყოფილა ლ. ბოცვაძის თხოვნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გამგეობას სალიტერატურო ფონდიდან 1912 წლისათვის გაცემული ჰქონდა სულ 30 მანეთი, რომელიც 5 იანვრის დადგენილებით გაუგზავნეს იროდიონ ევდოშვილს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა გიორგი დაფქვიაშვილმა, რომ მალე გადაეწყვიტათ სოფელ შრომაში სკოლის გახსნის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ დაადგინა, რომ სკოლის გახსნის ნებართვა უნდა გამოეთხოვათ მთავრობისგან, ხოლო სკოლის მზრუნველობა მიანდეს სიღნაღის განყოფილებას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა კავკავის განყოფილების გამგეობამ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც უნდა განეხილათ 19 მარტს საერთო კრებაზე. მოხსენების განხილვა გამგეობამ 17 მარტისთვის გადადო. კრების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სერგო დავითის ძე ჯაფარიძის განცხადება, რომ დროის უქონლობის გამო ვერ დაესწრება გამგეობის სხდომებს, ამიტომ ითხოვს ამოირიცხოს გამგეობის წევრობიდან. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის თხოვნას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა სამუზეუმო სექციის წევრმა დავით კარიჭაშვილმა მუზეუმისთვის მოსალოდნელი ხარჯის შესახებ. გამგეობამ მოხსენების საფუძველზე მას ხარჯთაღრიცხვის 39-ე მუხლის გათვალისწინებით გადასცა 238 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, შალვა მიქელაძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.