საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ პავლე ჩუდეცკის ბევრჯერ სთხოვა ყოფაქცევის ნიშანი გამოესწორებინა და 5 დაეწერა, თუმცა უშედეგოდ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიიდან ყოფაქცევაში გამოყოლილი ცუდი ნიშნის გამო სამსახურს ვერსად ვეღარ იწყებდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. სტეფანე შაპოვალოვის შვილებსაც აღარ უტარებდა გაკვეთილებს და სრულიად უსახსროდ დარჩა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ მარტში მას სახლში ესტუმრა სემინარიის ინსპექტორი, რომელმაც ალექსი ფეოფილაქტეს ძე პისემსკის წიგნი „მეორმოცე წელთა მოღვაწეები“ და დღიური აღმოუჩინა. ისნპექტორს პისემსკის სახელმძღვანელო „Отечественныя Записки“ ეგონა, რის გამოც სემინარიიდან წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს და ყოფაქცევაში ცუდი ნიშანი დაუწერეს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში 1885 წლამდე ცხოვრობდა. სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტისა და მის ნაცვლად 6 მანეთის დანიშვნის შემდეგ ცალკე საცხოვრებლად გადავიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 27 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვიქტორ დინგელშტეტის აზრი, რომლის მიხედვით თბილისში სამეურნეო გამოფენაზე ყველანაირ სასოფლო წარმოებას საშუალება უნდა ჰქონოდა წარედგინა საკუთარი მეურნეობის არსებული მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით სჯა-ბაასი გაიმართა. ზოგი ფიქრობდა, რომ გამოფენაზე მხოლოდ ღვინო და სურსათი წარედგინათ. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ გამოფენის პროგრამის შესამუშავებლად კომისია შედგენილიყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) სახელდახელო „არაყბადსაღები და არაწყალწასაღები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 მაისს ვიქტორ დინგელშტეტმა სამეურნეო საზოგადოებას შესთავაზა წინადადება კავკასიის სამურნეო გამოფენა თბილისში გაემართათ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პ. კარიშევი იყო პოლიტიკოს-ეკონომისტი და პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი სამხედრო სამართლით უნდა გაესამართლებინათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი მოკლა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიტიკოს-ეკონომისტი და პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი პ. კარიშევი კავკასიაში ჩამოსვლას გეგმავდა, რათა გამოეკვლია ადგილობრივი „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 28 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა სამმოქმედებად დრამა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) თხზულება „არსენა“, საიდანაც ნინოს როლს ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა შეასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა დივერტისმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ანდრონიკოვისა, ვაჟა ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და სხვ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 მაისიდან მთავარმართებლის განკარგულებით სტეფანე მღებროვი ბათუმში მე-4 ხარისხის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვაჟა-ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე და სხვ. ქართულ თეატრში დივერტისმენტს წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი და ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა ქართულ თეატრში დრამა „არსენას“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასტაპოვიჩი თბილისში სამეურნეო გამოფენის პროგრამის შემდგენელი კომისიის წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლერისიე თბილისში სამეურნეო გამოფენის პროგრამის შემდგენელი კომისიის წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მელიქ-კარაკოზოვი თბილისში სამეურნეო გამოფენის პროგრამის შემდგენელი კომისიის წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ დინგელშტეტი თბილისში სამეურნეო გამოფენის პროგრამის შემდგენელი კომისიის წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ ივლისს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზიას“, რომელშიც მონაწილეობდნენ ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 30 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოსტის გაძარცვაში ბრალდებულებმა მურტუზ ოზიევმა და ალდემირ დოლოხოვმა სამხედრო სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობა გააპროტესტეს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა მათ.