საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და კიტა აბაშიძე, წარმოადგინეს საზოგადოების არსებული ბალანსი 1-ლი აგვისტოსათვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს კომისიის მოხსენება წევრთა რიცხვის შემცირების შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის საზოგადო კრებამ დაავალა გამგეობას გამოეკვლია მიზეზები, თუ რატომ მცირდებოდა წევრთა რიცხვი და შემდეგ მოეხსენებინა საგანგებო კრებისთვის. გამგეობამ თავის პირველივე სხდომაზე შეადგინა კომისია შემედეგ პირთაგან: შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ნიკო ელიავა, თუმცა ხსენებულმა კომისიამ საპატიო მიზეზების გამო ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამიტომ გამგეობამ კომისიის შემადგენლობა განაახლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. საზოგადოების ჟურნალში წარმოდგენილია იმ საკითხთა სია, რომელთა განხილვაც გამგეობას სურდა კომისიების წარმომადგენლებთან ერთად საერთო კრებაზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანასტასია წერეთელმა, რომ სურდა გამოეცა მისი მეუღლის, გიორგი წერეთლის თხზულება „ლომ-კაცი“, რომელიც მხოლოდ საზოგადოების ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა და ამიტომ გამგეობას სთხოვა ერთი კვირით დაეთმოთ მისთვის ეს წიგნი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო მაქსიმე შარაძის სტამბაში, მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ზაქარია ჭიჭინაძეს სურდა დაებეჭდა „კონროდ კიფერი“, რომელიც დაბეჭდილი ყოფილა 1863 წელს „საქართველოს მოამბეში“ და რადგან სხვაგან ვერ იშოვა, გამგეობას სთხოვა ერთი თვით დაეთმოთ ხსენებული წიგნები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა საზოგადოების 31 მარტის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 27 თებერვალს კონსტანტინე რომანის ძე ჭავჭავაძე, მიხეილ ოქროპირის ძე ქემოკლიძე, რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი და იასონ ბეჟანის ძე საბახტარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 27 თებერვალს ვასილ მერაბის ძე ლომინაძე, პეტრე ივანეს ძე მეფისაშვილი, ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და ყარამან ქაიხოსროს ძე მგელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 27 თებერვალს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილების დაკანონება სთხოვა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 27 თებერვალს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ჩხატარაშვილი, მელქისედეკ დავითის ძე ჩაჩიბაია და კირილე ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 27 თებერვალს კონდრატე არჩილის ძე მხეიძე, ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე და ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 7 აგვისტოს ეპისკოპოსი დავით ალავერდელი სწერდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ქართველი მაჰმადიანების განათლების გაუმჯობესების მიზნით საზოგადოებას ყოველწლიურად 400 მანეთს შესწირავდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 27 თებერვალს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი, ნესტორ სამსონის ძე ანჯაფარიძე და ნიკო ანტონის ძე აღნიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 27 თებერვალს კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე, ანდრია დიმიტრის ძე დეკანოზიშვილი და სამსონ სპირიდონის ძე ელიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 27 თებერვალს სვიმონ ზაალის ძე ენუქიძე, გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა და გიორგი დავითის ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 27 თებერვალს დიმიტრი ალექსანდრეს ძე თაყაიშვილი, დავით მაქსიმეს ძე კანდელაკი და ანასტასია ვასილის ასული ლომინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 27 თებერვალს ლეონიდ სიმონის ძე ქიქოძე, სიმონ გურგენის ძე მდივანი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 27 თებერვალს დომენტი მერაბის ძე გაბუნია, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი და ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს სიღნაღში მცხოვრებმა ქველმოქმედმა ექიმებმა კონსტანტინე და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საინგილოს სკოლისათვის 100 მანეთი და 24 კაპიკი შესწირეს (შეწირულობას ყოველ წელს გაიღებდნენ).

1901

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მიხეილ გაჩეჩილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის წიგნის მაღაზია „სინათლის“ მეპატრონის, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დგებუაძეს გაეხსნებოდა 200 მანეთის კრედიტი, რისთვისაც მას საზოგადოების სენაკის განყოფილების მიერ დასახელებული ორი პირის მიერ ხელმოწერილი ვექსილი უნდა წარედგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს არჩილ ჯორჯაძემ საზოგადოების წევრებს საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 დეკემბერს აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდია ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმში წიგნების საწყობის გახსნას და მთავარი გამგეობის გამოცემების მონოპოლიური უფლებით დათმობას სთხოვდა. სანაცვლოდ საზოგადოების ბათუმის განყოფილების ქართული სკოლა 10% საკომისიოს მიიღებდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 17 დეკემბერს ქალაქის თვითმმართველობის მოხელემ, აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდიამ ბათუმში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია გახსნა.