საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ამცნო სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა, რომ ის თანახმა იყო სკოლაში აღმზრდელად დაენიშნა გამგეობის მიერ შერჩეული პიროვნება გიორგი ბოკერია, რომელსაც შეეძლო გალობისა და ასევე სამეურნეო საქმეების სწავლება ბაშვებისათვის. გამგეობამ განაცხადა, რომ გიორგი ბოკერია დროებით აეყვანათ აღმზრდელის პოზიციაზე სამუშაოდ და თუ დროთა განმავლობაში თავს გამოიჩენდა კარგი ცოდნით, იმ შემთხვევაში მას დაამტკიცებდნენ მუდმივ მასწავლებლად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა და დავით ქადაგიძემ დასაბეჭდად წარმოდგენილი ხელნაწერ „ხე და მისი ცხოვრების“ შესახებ, რომლის განხილვა საზოგადოებამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ლუკა რაზიკაშვილმა მოითხოვა სამი თუმანი იმ ფულიდან, რომელიც გამგეობას მისთვის ყოველთვიურად უნდა მიეცა, მან გამგეობას შესთავაზა თავისი ნაშრომის, „ახუნდის“ შესყიდვაც. გამგეობამ მისი ორივე თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტად დუშეთში დანიშნა აბელაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტობა თელავში შესთავაზა ბარბარე სულხანიშვილს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მარიამ იოსების ასულმა ჯავახიშვილმა და აბელ იაშვილმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის მოსაგროვებლად წაღებული ყულაბები. გამგეობამ გახსნა ყულაბები, რომლებშიც სულ 13.66 მანეთი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმში მასწავლებლად პლატონ წულუკიძის ნაცვლად გადაეყვანათ ივლიანე გოგოლაშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თედო სახოკიამ, რომ მისგან შეესყიდათ მის მიერ გამოცემული წიგნი „ამირანის შვილნი“. გამგეობამ მისგან შეიძინა 100 ცალი წიგნი, რომლის საფასურად გადასცა 5 თუმანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს წინარეხის სკოლის პედაგოგის თხოვნა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ 12 მაგიდა, რათა სკოლას მიეღო შესაბამისი რაოდენობის მოსწავლეები. საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მეორე სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ანასტასია წერეთლისამ, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ სენაკის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა დავით ლორთქიფანიძე, ხოლო უარის შემთხვევაში მის მაგივრად დანიშნავდნენ იასონ ნიკოლაიშვილს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე თომა მთავრიშვილმა გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ მისთვის გაეგზავნათ 1000 ცალი ილია ჭავჭავაძის წიგნაკი ხალხში დასარიგებლად, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ სვანეთში ევტიხი მამინაიშვილის სახელზე გაეგზავნათ წიგნები წერა-კითხვის გასავრცელებლად, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა და სვანეთში 50 ცალი „დედა ენა“ გააგზავნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომაზე გამგეობამ პლატონ გიორგის ძე წულუკიძე სენაკის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მიიღეს სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის წერილი, რომლითაც გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ ნება დაერთოთ ჩასულიყო ქალაქში სკოლის საქმეების მოსაგვარებლად. პასუხად გამგეობამ სამსონ ყიფიანის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე მიხეილ საბინინმა გამგეობას წერილით შეატყობინა, რომ საზოგადოებას გამოუგზავნა „საქართველოს სამოთხის“ კლიშეები, რომელთა შემოწმება დავით კარიჭაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს და გრიგოლ ყიფშიძეს დაავალეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთხუთმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებდოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ეკატერინე თარხნიშვილი და ანასტასია წერეთელი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი მაისიდან 11 მაისამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება საზოგადოების წევრ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალალო თუთაევმა, რომ თბილისის სხვა ბიბლიოთეკების მსგავსად დიდუბის ბიბლიოთეკისთვისაც დაენიშნათ წლიური დახმარება 200 მანეთის ოდენობით. გამგეობამ დახმარების თაობაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო თანხის რაოდენობას ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროს გადაწყვეტდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დააკმაყოფილა აპოლონ წულაძის თხოვნა, ბიძინა წულაძისთვის დაენიშნათ სტიპენდია წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში. გამგეობამ მოსწავლე წულაძეს გადასცა სტიპენდია 5 თუმანი, თან გადაწყვიტა, რომ საქმე ხელახლა განეხილათ აგვისტოში სტიპენდიების განაწილების დროს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ სენაკის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა ლუარსაბ ბოცვაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გამგეობამ ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბორჯომის განყოფილების გამგეობამ წარმოადგინა ახსნა-განმარტება ვლადიმერ ყიფიანის განცხადების შესახებ, ასევე წლიურ ანგარიშთან ერთად შეადგინა საზოგადო კრების ოქმი და მოითხოვა მისი დამტკიცება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ არისტოფანე რამინიშვილის მოხსენება სკოლის ვითარების შესახებ. გამგეობამ საკითხის გამოძიება და მომდევნო სხდომაზე მოხსენების გაკეთება ალექსანდრე ყიფშიძესა და ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სასწავლებლისთვის ქართული ენის მასწავლებლის არჩევის შესახებ. გამგეობის განცხადებით ორი პიროვნება: ყიასაშვილი და ევგენია ეგაძე ითხოვდნენ დაენიშნათ მასწავლებლის პოზიციაზე. მათი გადაწყვეტილებით კი ქართული ენის მასწავლებლად პირველ ივნისამდე დანიშნეს ევგენია ეგაძე.