რეგისტრირებული ფაქტები92922
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე დ. იზმიროვი იყო თბილისის ქალაქისთავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გელიტაშვილმა და აბელ ნონიკაშვილმა მიხეილ მალიშკინი და გეურქ ოჰანეზოვი მოკლეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლებოვმა დააპატიმრა მიხეილ მალიშკინისა და გეურქ ოჰანეზოვის მკვლელები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვისას უნდა დაემტკიცებინა ქართულ და სომხურ ენაზე გამოცემული ყველა ის სახელმძღვანელო, რომელსაც სწავლა-განათლების მზრუნველი მოიწონებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას შესწირა 25 სხვადასხვა საკითხავი წიგნი, რისთვისაც მას მადლობას უხდიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იმპერატორმა კავკასიის მთავარმართებელს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვისას უფლება მიანიჭა განეხილა ყველა სასწავლო წიგნი და სახელმძღვანელო, შემდეგ განათლების მინისტრისთვის გაეგზავნა დასამტკიცებლად. მთავარმართებლამდე ამ საქმეს კავკასიის განათლების მზრუნველი ასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას დროებით თავისი სახლი დაუთმო. სოფლის საზოგადოება სკოლისთვის შენობის მშენებლობას მალე დაიწყებდა, მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვეს დახმარება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბელ ნონიკაშვილი ქალაქ თბილისში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გელიტაშვილი ცხოვრობდა გორის მაზრის სოფ. ხიდისთავში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მალიშკინი იყო ოლქის საინჟინრო გამგეობის თანამშრომელი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის სულხანოვის სახლიდან ცეცხლი გადავიდა სტეფან მირზოევის სახლზეც. ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს. არც ერთ მეპატრონეს სახლი დაზღვეული არ ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის სულხანოვის სახლს ცეცხლი წაუკიდა ბარტენიევმა, რომელიც ხანძრის დროს თავის ცოლთან ერთად სხვა ქუჩაზე გადავიდა. დამნაშავე ცოლ-ქმარი დასაპატიმრებლად მისულ პოლიციელებს დამბაჩითა და ხანჯლით დახვდნენ. საბოლოოდ, ისინი დააპატიმრეს და იარაღი ჩამოართვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვი ფელდფებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინა მახარაშვილისამ, მისმა ნათესავებმა, შვილებმა, გორის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგმა და ზედამხედველმა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი ჩვენებაში დაახასიათეს როგორც კარგი ყოფა-ქცევის, პატივისმცემელი, მომთმენი, ტკბილი ხასიათის ყმაწვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს მშობლები 7 წლის ასაკში გარდაეცვალა, რის შემდეგაც ბებიამ ნინა მახარაშვილისამ წაიყვანა გასაზრდელად.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის მამა იაკობ ლაღიაშვილი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ლაღიაშვილი გორის მაზრის სოფელ ხურვალეთის მღვდელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვი და მარიამ დიმიტრის ასული შაპოვალოვი ჩვენებაში წერდნენ, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა გორის სასულიერო სასწავლებლიდან ყოფაქცევის ნიშნის ფურცლის გამოტანა გადაწყვიტა, რადგან თბილისის სემინარიიდან ცუდი ნიშანი გამოჰყვა და ამის გამო არსად იღებდნენ სასწავლებლად, რექტორმა კი გამოსწორებაზე უარი განუცხადა.

