რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე სიმონის ძე მესხსა და ეფემია სიმონის ასულ მესხს მოელაპარაკა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე დიმიტრის ძე ყიფიანს მოელაპარაკა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოების ახალი დასისთვის არტისტების მოსაწვევად ქუთაისში ჩავიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ თამამშოვი თბილისის ქალაქის გამგეობის ყოფილი წევრი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ქალაქის გამგეობის წევრმა მ. ი. თამამშოვმა საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც დააპატიმრეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედენესცოვი წმინდა სინოდის ობერპროკურორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28-29 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და მის დისწულ სვიმონ სტაროსელსკისთან ერთად სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინაია მანჯავიძე გაძარცვეს და 120 მანეთი მოიპარეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინაია მანჯავიძე ამიერკავკასიის რკინიგზის კონდუქტორი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვნებისთვის. ბევრ რუსს სურდა ქართული ენის შესწავლა და სახელმძღვანელოს უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ, ზოგი მათგანი კერძო მასწავლებლის დახმარებით სწავლობდა ენას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლ ივლისს თბილისის სასამართლო პალატაში ნ. ნ. ქუთათელაძის საქმეს განიხილავდნენ. მას ახალი სენაკის პოლიციის ბოქაულის გაზეთ „Юридическое Обозрение“-ში აუგად მოხსენიება ბრალდებოდა. სასამართლომ ქუთათელაძე უდანაშაულოდ ცნო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი საქმისმოყვარული და ერთგული ადამიანი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, მიუხედავად იმისა, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს ფინანსურად უჭირდა, იგი მაინც არ წყვეტდა სოფელ წინამძღვარიანთკარის მეურნეობის სკოლაზე ზრუნვას და რასაც პატიოსანი შრომით შოულობდა, ყველაფერს სკოლას ახმარდა.

