საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92927

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ იოანეს სახარების დასაწყისში დაკრული იყო ხატი, რომელსაც მხოლოდ ქვედა ტანი შემორჩენოდა. ფურცელაძის აზრით, ეს გამოსახულება არ ეკუთვნოდა სახარებას, სხვა წყაროდან იყო გადმოტანილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძემ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ორი ხუცური სახარება: ერთი XI-XII საუკუნის ტყავზე დაწერილი, რომელსაც მხოლოდ მათესა და იოანეს სახარების ბოლო თავი აკლდა და მეორე – XVI-XVII საუკუნის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მარკოზის სახარების დასაწყისი მხატვრობითა და წარწერით იყო გაფორმებული.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მთავარი ალექსანდრე და ბალკანეთის პრობლემა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 24 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის თეატრის მშენებლობის გამო“.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკი ქალაქ იალტაში დამბლით გარდაიცვალა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკი არტისტი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრეევ-ბურლაკმა თბილისში არწუნისეულ თეატრში წარმოდგენა გამართა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის რედაქტორობით მალე დაიბეჭდებოდა წიგნი „დასტულამა“, რომელიც ქართლის ცხოვრების ბევრ დაფარულ ნაწილს ნათელს მოჰფენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე სიმონის ძე მესხსა და ეფემია სიმონის ასულ მესხს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე დიმიტრის ძე ყიფიანს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოების ახალი დასისთვის არტისტების მოსაწვევად ქუთაისში ჩავიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 25 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი ყიფიანი და საადგილმამულო ბანკი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „ბ. ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ თამამშოვი თბილისის ქალაქის გამგეობის ყოფილი წევრი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ქალაქის გამგეობის წევრმა მ. ი. თამამშოვმა საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც დააპატიმრეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედენესცოვი წმინდა სინოდის ობერპროკურორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28-29 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და მის დისწულ სვიმონ სტაროსელსკისთან ერთად სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 27 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის მთავრის სიტყვა და მისი შედეგი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 28 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინაია მანჯავიძე გაძარცვეს და 120 მანეთი მოიპარეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინაია მანჯავიძე ამიერკავკასიის რკინიგზის კონდუქტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვნებისთვის. ბევრ რუსს სურდა ქართული ენის შესწავლა და სახელმძღვანელოს უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ, ზოგი მათგანი კერძო მასწავლებლის დახმარებით სწავლობდა ენას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის ავტორობით IX საუკუნის ტყავზე ნაწერი „საგალობელი“ გამოქვეყნდა.