საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიებს „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ლეონიძე, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხმოქმედებიანი კომედიის, „ხანუმას“ ავტორი იყო ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც კონსტანტინე დიმიტრის ყიფიანი უკანასკნელად იღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „სალამი“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სასამართლოს ბოქაული იყო ალექსანდრე წულუკიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქაიხოსრო გელოვანის წერილი, რომ რაჭის ბოქაულ ალექსანდრე წულუკიძესა და გელოვანს შორის ცილისწამების ბრალდების საქმე მოგვარებული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მეათე თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, საჭიროებისამებრ კი ჩაერთვებოდა მაზრის უფროსის თანაშემწე. დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სამაზრო ზედამხედველობის საკითხები მხოლოდ მაზრის უფროსს გადაეწყვიტა, რადგან მას თავისი თანაშემწე წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მომრიგებელი კაცის აზრს ყურადღებას არც კი მიაქცევდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სამაზრო ზედამხედველობის ინსტრუქციის 31-ე მუხლი გულისხმობდა, რომ საგლეხო მმართველობის ზედამხედველების უმთავრესი მოვალეობა იყო მაცხოვრებლებისთვის ესწავლებინათ კანონი და განემარტათ მისი არსი, მნიშვნელობა, გამოყენება და აღმოეფხვრათ კანონდარღვევა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, რომლებიც თანასწორად ვალდებულები იყვნენ ყურადღება მიექციათ გლეხების მმართველობის საქმიანობისთვის და საჭიროების შემთხვევაში მესამე წევრად მოეწვიათ მაზრის უფროსის თანაშემწე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიების გლეხების მმართველობის ზედამხედველების სამართავად შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებოდნენ ორ ინსტანციას: „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობას“ და „საგუბერნიო მოხელეობას“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გლეხების მმართველობის ზედამხედველები ექვემდებარებოდნენ მხოლოდ გუბერნატორს და გლეხების საგუბერნიო გამგეობას, რაც ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით შეიცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის დაიწერა საგლეხო მმართველობის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი გუბერნიებისთვის თარგმნა, რათა გუბერნატორის თავმჯდომარეობით შედგენილ კომისიას განეხილა, თუ რამდენად მისაღები იყო თბილისის გუბერნიებისათვის ცვლილებები.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიტე სვიმონის ძე ქიქოძემ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტამბულში რუსეთის ელჩი იყო ნელიდოვი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ა. შენინგი იყო ოფიცერი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ძნელაძემ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინოვი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ქართულ მწერლობაში ცნობილი იყო უმწიფარიძის ფსევდონიმით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აზიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი რუსეთის სტამბოლელ ელჩთან ნელიდოვთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ივერის მონასტრის თაობაზე. ისინი განიხილავდნენ ეს მონასტერი ქართველების კუთვნილება იყო თუ ბერძნების.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორმა დავით იესეს ძე ჩუბინოვმა ვენაში გამართულ ორიენტალისტების კრებაზე განსახილველად წარადგინა თავისი ორი წერილი: I. „პონტის ერაზე, ანუ საიდამ იწყობა ქართულის ქორონიკონის წელთაღრიცხვა“ და II. „მცირე აზიაში რა ადგილებამდე სახლობდნენ ძველად ქართველები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორმა დავით იესეს ძე ჩუბინაშვილმა ვენაში გამართულ ორიენტალისტების კრებაზე განაცხადა, რომ მცირე აზიაში ქართველების ცხოვრებას მოწმობდა ადგილობრივი წყლების, მთებისა და ადგილების ქართული სახელწოდებები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში უმაღლესი საიუნკერო სასწავლებელში ფარიკაობის დროს დაშნის კარგად გამოყენებისთვის ჯილდო გადასცეს კ. მიქელაძეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში უმაღლესი საიუნკერო სასწავლებელში ფარიკაობის დროს ხმლის კარგად გამოყენებისთვის ჯილდო გადასცეს ალ. მიქელაძეს.