საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედონოსცევს ძალიან მოეწონა ქართული გალობის ანუ ქართლ-კახეთის კილო, რომელიც პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის გალობის სახელწოდებით იყო ცნობილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედონოსცევმა თბილისში ყოფნის დროს ისურვა ქართული გალობის მოსმენა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მუსიკის საზოგადოების დირექტორი იყო მიხეილ მ. მივანოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი უწმინდესი სინოდის კანცელარიის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მღებრიშვილი იყო მღვდელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ალექსანდრე მოლოდინოვი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იყო პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მუსიკის საზოგადოების დირექტორმა ივანოვმა კ. პ. პობედონოსცევისთვის ფისგარმონიაზე დაუკრა ყველა ის ხმა, რომელიც ნოტებით ჰქონდა გადაწერილი მღვდლების პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის, გრ. მღებრიშვილისა და ა. მოლოდინოვის დახმარებით.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ამილახვარი იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს წულუკიძე იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი (ხელაევი) იყო მღვდელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ ჭუმბურიძის ფსევდონიმი იყო ს. ჩხერელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მიხეილ იოსების ძე ხელაშვილის სტატია ალავერდის სობოროს ხელნაწერი სახარების შესახებ. ხელაევის თქმით, ხელნაწერი მეათე საუკუნით თარიღდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სიმონ ჭუმბურიძის სტატია შორაპნის მაზრის სოფელ ჩხერის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „გიგლია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „გიგლია“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი სახელმწიფო მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩმა თბილისის სასწავლებლების შემოწმება დაასრულა და 4 სექტემბერს სინოდის ობერპროკურორის დავალებით სტავროპოლში გაემგზავრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი საერო სწავლა-განათლების მინისტრის საბჭოსა და სინოდის სასწავლო კომიტეტის წევრი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა დედა ენის მეხუთე გამოცემა შეცვლილი და შევსებული, წინა გამოცემაზე 32 გვერდით მეტი. ანბანი ხელახლა იყო შედგენილი და ჩამატებული ჰქონდა საწერი დედანი რვეული სკოლის პირველ ეტაპზე გამოსაყენებელი. პირველი ნაწილი ლექსებითა და სურათებით შევსებული იყო, მეორე კი – საღმრთო ნაწილით, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებით სრულდებოდა. წიგნი იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში და ფასი უცვლელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა ხელნაწერები ასტროლოგია და ცხოვრება ნუმა პონპელისა, თარგმანი ავალიშვილისა, პეტერბურგის ხელმწიფის ეკატერინე II დროის.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი ფლობდა ხელნაწერებს: „ტროადას დარღვევა (ილიადა)“, „არჩილიანი“, „სირინზიანი“, „ფუტკარი“, „ქრონოგრაფია“, ძველი თარგმანი შარდენის მოგზაურობისა, ასტროლოგია და ცხოვრება ნუმა პონპელისა, თარგმანი ავალიშვილისა, პეტერბურგის ხელმწიფის ეკატერინე II დროის.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი იყო მემამულე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, „ვეფხისტყაოსანს“, რომლის მფლობელიც იყო ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი, ჰქონდა მინაწერები, რომლის გადაწერაც მან ვერ მოასწრო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნის ყდაზე მინაწერიდან ირკვეოდა, რომ იგი 1871 წელს მოსკოვში შეიძინა სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა, რომელიც მეფე ირაკლი II მიერ იყო რუსეთში გაგზავნილი.