რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ საკითხი წიგნსაცავ-მუზეუმების შესახებ სპეციალური კომისიისთვის მიენდოთ და მისი წევრები გამგეობის წევრების არჩევის დროს აერჩიათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ქონება, რომელიც მუზეუმს ჰქონდა ნაწილ-ნაწილ მრავალი წლის შრომის შედეგად იყო დაგროვებული. აქედან გამომდინარე, რცხილაძის აზრით, მილიონობით ღირებულების ქონების ბედზე ბევრი უნდა ეფიქრათ, ყველა საკითხი აეწონ-დაეწონათ, გამოეკვლიათ და შემდეგ გადაეწყვიტათ ვის გადასცემდნენ მუზეუმს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1918 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, დიმიტრი ისიდორეს ძე მამალაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის მოლარე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1918 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის მდივანი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1918 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებას 36 წევრი ჰყავდა. ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი ტუაფსეს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ. ამ წელს განყოფილების სავარაუდო გასავალი ბინის ქირისთვის (11 თვის) 165 მანეთი იყო, მეთვალყურის ხელფასისთვის (11 თვის) — 220, ბეჭდებისთვის — 9, კანცელარიის ხარჯი — 36.64, წიგნების შესაძენად — 25, სხვადასხვა ავეჯის შესაძენად — 52.38 მან., წიგნების ყდის შესაკეთებლად — 41.63, ჟურნალ-გაზეთებისთვის — 20.10, სურათების ჩარჩოებისათვის — 2.20, ბიბლიოთეკის წიგნისთვის — 4.50, ადგილობრივი ტელეგრამების შესაძენად — 4.80, წიგნების მოსატანად — 2.75, სურათების შესაძენად — 11, ბინის, გათბობისა და განათებისთვის კი — 7 მან.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივლისს ტუაფსეს განყოფილების გამგეობა, რომლის წევრები იყვნენ ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი, იუწყებოდა, რომ ომის გამოცხადებისთანავე განყოფილების რამდენიმე წევრი ომში წავიდა. ადგილობრივმა კრებამ მოიწვია კომისია, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ განყოფილების წევრები აირჩია. კრებას 42 წევრი დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ტუაფსეს განყოფილების, რომლის წევრები იყვნენ ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი, სავარაუდო შემოსავალი საწევროდან 228 მანეთი იყო, შემოწირულობებიდან — 224, წარმოდგენიდან შემოსული — 93 მან.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იასონ კაველაშვილი შორაპნის მაზრის სოფელ ქორეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ნოემბერს დავით ავალიანი, დავით ლორთქიფანიძე, ალექსანდრე კრინიცკი, სავლე წერეთელი, ტრიფონ ღამბაშიძე, მიტროფანე ლაღიძე და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში გამართულ დამფუძნებელ კრებას დაესწრნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე; სხდომაზე გადაწყვიტეს, საზოგადო კრება 3 ივნისს ჩაეტარებინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე კონსტანტინე ბაღაშვილის მემკვიდრეს გადასცეს 39.40 მანეთი, მიხეილ თამარაშვილის მემკვიდრეს — 36.80, ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი, რამაც სულ 228.61 მანეთი შეადგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე გამგეობას მიმართა გლდანის სკოლის გამგემ, რომ წიგნებით დახმარება სჭირდებოდათ. გამგეობამ სკოლას 5 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძესა და ალექსანდრე მდივანს იმ პირთა სიის შედგენა დაავალა, რომლებსაც სკოლების რევიზიის ჩატარება შეეძლოთ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ალექანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც წარმოადგინეს აბაშის ბიბლიოთეკის თხოვნა წიგნების უფასოდ ან ნაკლებ ფასად გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ მათი თხოვნა გადაუგზავნა სენაკის განყოფილებას და ასევე დაადგინა, ეცნობებინათ ყველა ბიბლიოთეკისთვის, რომ თავდაპირველად შუამდგომლობით მიემართათ ადგილობრივი გამგეობისთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრ. გორდეზიანმა განაცხადა, რომ საჭირო იყო სპეციალური კომისიის არჩევა, რათა გაერკვიათ რამდენად მოსახერხებელი ან ხელსაყრელი იყო მუზეუმის სხვის ხელში გადაცემა და რა ზომები უნდა მიეღოთ მუზეუმებში წესრიგის დასამყარებლად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განმარტა, რომ მუზეუმის შენობის ასაგებად საჭირო თანხა მთლიანად არ იყო შეგროვებული, ნაწილ-ნაწილ გროვდებოდა. მუზეუმის ასაშენებელი ადგილი შერჩეული იყო და როცა საკმარისი თანხა შეგროვდებოდა გამგეობა მაშინვე დაიწყებდა მშენებლობას.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს დავით რცხილაძე მუშაობდა ოსტატად კისისხევ-ნასამხრალის სასოფლო სკოლაში.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სოფრომ ბერულავა ზუგდიდის მაზრის სოფელ ლესიჭინის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.