საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81758

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივლისს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კრედიტის 600 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და შალვა ანტონის ძე მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარის თხოვნა რევიზიის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 8 ივლისს გიორგი ჭანტურაია კავკავის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ნაკადულის“ რედაქციამ საზოგადოებას კუბიკური ანბანის გამოცემის უფლება მისცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პირველი სექტემბრიდან თავისი შვილის, ნინო ლასხიშვილისთვის სტიპენდიის შეწყვეტა სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორბალოს მოსახლეობის თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ. მასწავლებლისთვის ჯამაგირი საზოგადოებას უნდა გადაეხადა, დანარჩენი ხარჯები – სოფელს. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის თხოვნა ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ქართული ბიბლიოთეკისთვის ქართული გამოცემების გასაგზავნი ხარჯების საზოგადოების მიერ დაფარვის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აგვისტოდან სტუდენტ ტარას ნიჟარაძის სტიპენდია თავისუფლდებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აპრილიდან გერონტი ქიქოძის სტიპენდია განთავისუფლდა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარეს, ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძეს სწერდა, რომ თემის საბჭოს გადაწყვეტილება განყოფილების დახურვასთან დაკავშირებით არ შეესაბამებოდა საზოგადოების წესდებას.

1916

ტიპი: მფლობელობა

საგურამოს მამული, რომელიც 1915 წლის ბოლომდე აგრონომ ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილს ჰქონდა იჯარით აღებული, 1916 წლის 1-ლი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამეურნეო საზოგადოების გამგეობას 12-წლიანი იჯარით გადასცა. სამეურნეო საზოგადოებას ევალებოდა მამულის მოვლა და ყველა საჭირო გადასახადს თავად ფარავდა. ფული, წმინდა შემოსავლის სახით 75%, სამეურნეო საზოგადოების საჭიროების ფონდს ხმარდებოდა, ხოლო 25% ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ლიხაურის განყოფილების რწმუნებული ერასტი დავითის ძე გორდელაძე თემის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების განყოფილების დახურვის შესახებ სწერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების რწმუნებული ერასტი დავითის ძე გორდელაძე მთავარ გამგეობას ოსმალეთის ჯარის შემოსევის შედეგად სრულად განადგურებული სამკითხველოს აღსადგენად დახმარებას სთხოვს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის შუამდგომლობით ომისაგან დაზარალებულთა შვილებისათვის ბაქოსა და სოხუმში მოწყობილ თავშესაფრებს რევიზია ჩაუტარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა – ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. სარევიზიო მოხსენებიდან გაირკვა, რომ თავშესაფრები ნორმალურად მუშაობდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქაიხოსრო ქავთარაძემ, რომელსაც გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის სახლის მოვლა დაევალა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, ოლღა გურამიშვილს ნუ მოახსნევინებდნენ ქვაბსა და პირსაბანს. გამგეობამ საკითხის მოგვარება ალექსანდრე ყიფშიძეს მიანდო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა რეხის სკოლას.ანგარიშ ხელს აწერენ: თავმჯდომარე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1914

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ახალი წესდების პროექტი დაათვალიერეს და ეთანხმებიან წესდებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ბარნოვის თხოვნა 30 000 მანეთი მიეცათ თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით ბარნოვის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე წერეთლის თხოვნა, რამდენიმე დღით მუზეუმიდან მიეცათ 1911 წლის „სახალხო“ გაზეთის კომპლექტი. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს გიორგი დაჩიას ძე ხევანდოვმა (მცხ. თათარსკაიას ქ. N27-ში) განცხადება შეიტანა საქართველოს ნაციონალურ საბჭოში ბაქოში თურქების მიერ მისი გაძარცვის შესახებ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სარევიზიო კომისიას უნდა დაეთვალიერებინა საგურამოს მამული და შეემოწმებინა მისი მდგომარეობა.