რეგისტრირებული ფაქტები81689
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 დეკემბერს ნ. ბერიშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ სამების ეკლესიაში იგალობა და ორი კვირის შემდეგ ქაშუეთშიც უნდა ეგალობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერ-ნიკოღოსოვის ყავახანა ივანე ზარიევმა გაძარცვა, გაიტანა 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი და გაიქცა. იგი მოგვიანებით დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის ქვეშევრდომი მამედ ქელბალაი ფაბულ ოღლი კარლ მიხელის ქარხნების ძარცვისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო პეტრე ლებედევის საათის ქურდობისთვის სამი თვით დააპატიმრეს. მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ლებედევისთვის საათის ღირებულების საფასური უნდა გადაეხადა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო კლასიკური გიმნაზიის დროებით დათხოვნილი თანამშრომელი და ჯარისკაცი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ლებედევი დამსახურებული სახელმწიფო მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „Новое Время“-ს ცნობით უმაღლესი მთავრობა გეგმავდა კავკასიაში მცხოვრები ყაზახები სამხედრო მიმართულებით გაეწვრთნა, რათა მათი დახმარებით ადგილობრივი მკვიდრები გაეკონტროლებინა. ახლო მომავალში ამ თემაზე სახელმწიფო საბჭო იმსჯელებდა და მოლაპარაკებაში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი მიიღებდა მონაწილეობას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილს ჰყავდა ხოროს გუნდი, რომელიც თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისაგან შედგებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ლოლაძე პოლიციის ბოქაული იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სთხოვა დაღესტანში ნაპოვნი ხელნაწერი „ბაქარიანი“ შეემოწმებინა და შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის დასაცავად გადაეცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ დაღესტანში ნაპოვნ ხელნაწერში ბევრი მნიშვნელოვანი ქართველი ისტორიული ფიგურა იყო მოხსენიებული. ხელნაწერის ავტორი რუსებისა და იმ დროს დაწინაურებული ქართველების შესახებ წერდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ დაღესტანში ნაპოვნი ხელნაწერი საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ მასალებს შეიცავდა. მას ეწერა „ბაქარიანი“, რომელიც 1727 წელს მღვდელმა ტლაშაძემ სტამბულში დაწერა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს დაღესტნიდან გამოუგზავნა ლექსად დაწერილი ხელნაწერი, რომელიც დაღესტანში დიდი ხნის წინ გადასახლებულ ოჯახში იპოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო თბილისში მეორე კონცერტს გამართავდა. ხოროს წევრები ჩაიცმევდნენ ძველ ქართულ სამოსს ქულაჯს, რომელიც სპეციალურად შეაკერინეს და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 დეკემბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ქართული ხორო იოსებ ივანეს ძე რატილის ლოტბარობით კონცერტს გამართავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 დეკემბერს პოლიციის ბოქაულმა შერგილოვმა ქიარიმ ალია სან-ოღლი დააკავა. იგი ავაზაკი აღმოჩნდა და გასულ წელს გამომძიებელს გაქცევია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი თავისი ხოროთი თბილისში ბანკის თეატრში კონცერტს გამართავდა. საზოგადოების თხოვნით ხორო ახალ სიმღერებს შეასრულებდა და ძველი რეპერტუარიდან მხოლოდ ორ სიმღერას იმღერებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო გორში კონცერტს გამართავდა.