რეგისტრირებული ფაქტები81534
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იერემია ჭარელოვი სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროს სკოლის მასწავლებელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ყალამშიის სკოლის პედაგოგმა, რომ სკოლის შენობისთვის სჭირდებოდათ 150 მანეთი. გამგეობამ სკოლას მოთხოვნილი თანხა გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ხონის განყოფილების თხოვნა 500 მანეთის წიგნების ღია ანგარიშით გადაცემის თაობაზე. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან მათ მაღაზიის ანგარიში არ წარადგინეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მაღაზიის გამგის თანაშემწე გიორგი ლომთათიძემ გამგეობას სესხად სთხოვა 40 მანეთი, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯამაგირიდან გადაიხდიდა. გამგეობამ დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის საკითხი, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის სასტიპენდიო თანხა წელიწადში 950 მანეთ სარგებელს იძლეოდა, აქედან ფასიანი ქაღალდების შესანახად იხარჯებოდა 31.25 და სტიპენდიებისთვის რჩებოდა 918.75 მანეთი. ამ თანხიდან საზოგადოებამ 1911 წელს გადაიხადა დავით ღოღობერიძის სტიპენდია 300 მან. და სარგის კაკაბაძის 4 თვის სტიპენდია 100 მანეთი. 1912 წლისთვის გასანაწილებელი თანხა 518 მანეთი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძეს კარიკატურების ანგარიშში 90 მანეთი გადასცა, მოსე ჯანაშვილს — 20. 68, ვასილ ყიფიანს — 88, კოტე მესხიშვილს — 20, გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ წინა წელს 12 000 „Русское Слово“ დაიბეჭდა, საიდანაც იმჟამად მაღაზიებში 700 იყო დარჩენილი, ხოლო საწყობში – 2 100, ამიტომ დამატებით დაბეჭდვა იყო საჭირო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს არჩილ იოსების ძე ნინიაშვილი, ვ. თ. პაპავა, მ. გ. პარონიანი, იოანე ლებანიძე, მაჰმუდ-ბეგ ჰუსეინოვი, ივანე საჩინოს ძე მესხიძე, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ონიკაშვილი და ანა ილიას ასული ორჯონიკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ილარიონ გრიგოლის ძე სიჭინავა, ს. დ. ტორაძე, ა. ს. სვანიძე, გ. ა. სიხარულიძე, მ. ი. ტაბატაძე, დ. მ. და ნ. ბ. ტატიშვილები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ა. კ. კვასხაძე, დ. ტ. კიკიანი, ელისო ივანეს ასული კალანდაძე, ელისაბედ კონსტანტინეს ასული კვასხაძე, მიხეილ სოლომონის ძე კასრაძე და მიხეილ კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იაკობ კობიაშვილი, მ. ბ. კობიაშვილი, ვ. ფ. კიკნაძე, რ. კ. კიკნაძე, გ. პ. კიკაშვილი, ვ. გ. კილაძე და მ. ტ. კინწურაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს იოსებ ქრისტეფორეს ძე მთვარელიძე თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო, სკოლის გახსნა ომიანობისა და ქართველთა რიცხვის შემცირების გამო გადადო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ტ. ზაალიშვილი, დ. ზ. ვარდოსანიძე, ალიბეგ ერისთავი, თეოფილაქტე თეოფილაქტოვი და პოლიკარპე იოსელიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნიკოლოზ ივანეს ძე მაჩაბელმა სტიპენდიის მიღებაზე უარი განაცხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში სასკოლო სექციამ ვერის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებელის, ევგენია ეგაძის სამსახურიდან განთავისუფლება და მის ნაცვლად ანა შარაშიძის დანიშვნა გადაწყვიტა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სექციას მასწავლებლობის მსურველთა სიის ხელმეორედ გადახედვა სთხოვა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს საზოგადოების ნამდვილი წევრი დესპინე გიორგის ასული სიდავასი ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 თებერვალს სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 6 დეკემბერს მღვდელი ნესტორ აბესაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, აჭარასა და ყარსის ოლქში მცხოვრები ომის დროს დაზარალებული მაჰმადიანი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გამართა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ საქველმოქმედო საღამოს მოწყობა გადაწყვიტა. საღამოს შემოსავლის ნაწილი წითელ ჯვარს, ნაწილი კი განყოფილების მიზნებს მოხმარდებოდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ი. ედილაშვილი, დ. გ. ენუქიძე, ზ. ნ. დევდარიანი, გ. ბ. დგებუაძე და დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.