რეგისტრირებული ფაქტები81537
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ალექსანდრე გოცირიძე, გიორგი ბოჭორიძე, კონსტანტინე ფილიპეს ძე გოგოლაშვილი, სერგო გ. გიორგობიანი და ვ. კ. გაწერელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იასე ნიკოლოზის (ივანეს) ძე ანდრონიკაშვილი, ივანე არდიშვილი, კ. ღ. აბაშიძე, ნ. აზიკური და მ. ვ. ასანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 თებერვალს ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ აკაკის დაკრძალვაზე სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბლისა და მიხეილ ივანეს ძე ფარცვანიძის გაგზავნა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 650 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 642 მანეთსა და 74 კაპიკს. განყოფილებამ წლის განმავლობაში გამართა 19 სხდომა, განიხილეს 12 საქმე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს კონსტანტინე სეხნიაშვილი საგურამოს სკოლის მასწავლებლად მიიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 6 დეკემბერს გიორგი იორამის ძე ცხომელიძე და ნიკოლოზ ჩლაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 6 დეკემბერს ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე, არჩილ იოსების ძე ნინიაშვილი, ერმალოზ თეიმურაზის ძე ცხადაია, გიორგი ლევანის ძე ბერიშვილი და ალექსანდრე გიორგის ძე ფირცხალაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები გახდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 მაისს თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე იოსებ მთვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, შალვა მთვარელიძისთვის კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ბარბალე გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ელენე ლომთათიძე თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ელენე მიქელაძე თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ანა შარაშიძე თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს აგრაფინა წერეთელი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძისა და გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძის მოხსენებიდან გაირკვა, რომ წიგნის საწყობში 430 სხვადასხვა დასახელების წიგნი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნა გადაწყვიტა, მაგრამ შენობის სიძვირის გამო განზრახვა ვერ განახორციელა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დრამატული საზოგადოების გამგეობის თხოვნა 2000 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. საზოგადოებამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის სტიპენდია, რომელზეც ნიკოლოზ ივანეს ძე მაჩაბელმა უარი განაცხადა, ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილს სურდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო დესპინე გიორგის ასული სიდავასი, შემოსავალი 1267. 83 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 42. 43. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1225. 40 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 1688 მანეთი და 47 კაპიკი იყო, ხოლო გასავალი – 642 მანეთი და 74 კაპიკი. წლის განმავლობაში გაიმართა თორმეტი სხდომა და ექვსი საქმე განიხილეს. ხელს აწერს ხაზინადარი ლუკა გიორგის ძე ხარაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 10 საქმე განიხილეს. დესპინე გიორგის ასული სიდავასი დაესწრო 5 სხდომას, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბასილაია – 5-ს, გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი – 6-ს, დეკანოზი იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე – 4-ს, ლევან (ლეო) იასონის ძე ნათაძე – 1-ს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების მდივანი იყო.