რეგისტრირებული ფაქტები92896
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიგო მახარობელის ძე ვარდანაშვილს გადასახდელი ჰქონდა 417 მანეთი და 89 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ზურაბის ძე კიკნაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დიმში მდებარე სახნავ-სათესი, 15 დესეტინა და 2040 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ირაკლი ოტიას ძე ნიჟარაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავბეული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ოფშკვითში მდებარე 3 დესეტინა და 216 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომელსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანა ფირანის ასულ კიკიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ პატრიკეთში მდებარე ეზო, 7 დესეტინა და 2157 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბერს ქართული ხოროს მიერ გამართულ კონცერტზე საზოგადოებამ ოსებ ივანეს ძე რატილს საჩუქრად ვერცხლის სათუთუნე გადასცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულმა ქართულმა ხორომ იოსებ ივანეს ძე რატილის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა. საზოგადოებამ ძალიან ისიამოვნა სხვადასხვა სიმღერებით, განსაკუთრებით მოეწონათ „მუმლი და მუხასა“.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ფირანის ძე ჩხეიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დიმში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 15 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სინო კოხტას ძე მიქელაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კულაშში მდებარე ეზო, სახნავ-სათესი, 10 დესეტინა და 1830 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო სიმონის ძე წულუკიძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ქარჩხაბში მდებარე ეზო, 13 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მერაბის ძე ასათიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ხორჩანაში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 4 დესეტინა და 650 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნებზე კონსტანტინე მიხეილის ძე ბებუთოვი მეორე რიგის ხმოსნად აირჩიეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნებზე დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი მეორე რიგის ხმოსნად აირჩიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ ორმოქმედებიან კომედიას „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა (ნინო) ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ სამმოქმედებიან დრამა-კომედიას „შეშლილს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხოსროევი თბილისის გამგეობის წევრი იყო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ დავითის ასულმა ამილახვარმა ნათესავებსა და ნაცნობებს განცხადებით აუწყა მეუღლის, ამირინდო ამირინდოს ძე ამილახვრის გარდაცვალება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნების დროს მეორე რიგის ხმოსნად თ. ზ. ჯორჯაძე აირჩიეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 17 ნოემბერს ივანე არხიპოვმა და ალექსანდრე სონნიკოვმა კლასიკური გიმნაზიის თანამშრომლების განყოფილებიდან ლაბადა მოიპარეს. საქონელი იპოვეს და დამნაშავეები დააკავეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.

