საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81474

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთის გამოსაწერად თბილისში უნდა მიმართონ ა) რედაქციას, რომელიც მდებარეობდა ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე, ზუბალოვის 9 ნომერში, ბ) ლ. ბ. ხიდდეკელის გაზეთის სააგენტოს გოლოვინის პროსპექტზე, გ) „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიას, დ. სარაჯიშვილის ეზოში. ქუთაისში ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიას, ხონში ნესტორ წერეთლის წიგნის მაღაზიას და ბათუმში მ. ნათაძეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 იანვარს ქუთაისში მოქალაქეთა კრებაზე ხმოსნებად აირჩიეს: დ. დადიანი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ გველესიანი, ისხაკა ელიგულაშვილი, პავლე თუმანიშვილი, გიორგი კიზირია, გლ. კემულარია, მიხაილ შნეიდერი, მოშე რიჟინაშვილი, კაცია ადანაია, ლუკა ასათიანი, ვასილ აკოფაშვილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი რედაქციის მიმართ, რომლითაც ის მიმართავს მკითხველს და ატყობინებს, რომ მისი მოთხრობა „ღამის მეხრე ცეცო“, რომელიც 1887 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა დამახინჯებული იყო და მკითხველს გაუჭირდებოდა შინაარსის სწორად აღქმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მეურნეს“ ცნობით სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯით დაებეჭდათ ილია წინამძღვრიშვილის მიერ შედგენილი წიგნი ვაზის მოშენებაზე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით პავლე ივანეს ძე რაევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით სპირიდონ ივანეს ძე ჯაბადარი აუწყებს ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ დილის 11 საათზე წმ. მარინეს ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი მისი გარდაცვლილი შვილის ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჯაბადარის სულის მოსახსენიებლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯონ ოლივერ უორდროპი თელავიდან გომბორის გზით დააბრუნდა თბილისში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ყოფილმა პედაგოგმა კონსტანტინე ცხვედაძემ მთავრობას წიგნის მაღაზიის გახსნის ნებართვა სთხოვა, რაზედაც უახლოეს მომავალში მიიღებდა ნებართვას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვარძიის მონასტრის ზედამხედველი, მღვდელ-მონაზონი კალისტრატე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ ბეჭდავდა თავის თხზულებას „კაცი ქვეყნისა-ანგელოზი ზეცისა“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ რაფიელ ერისთავის ახალი ორმოქმედებიანი კომედია „ქაჩუა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტანტინე ყიფიანი და ნატალია ცაგარელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ შიო მღვიმის მონასტრის გამგებლობასთან ერთად იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის ზედამხედველობა დაავალა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, რომელმაც 10 იანვარს ჩაიბარა მონასტერი და ანდერძი ანუ აღსარება წაიკითხა მუხლმოდრეკით წმინდანთა ნაწილებთან.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 10 იანვარს თბილისის სახელოსნო სასწავლებელში დირექტორმა წაიკითხა 1887 წლის ანგარიში და მოსწავლეებს ყანჩაველსა და თოიძეს გადასცა ატესტატები და მოწმობები.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 10 იანვარს გორის პოლიციაში დასაკითხად მიიყვანეს გლეხი პეტრე გაბრაშვილი, რომელიც განსვენებული მღვდლის ლევან ფილიშვილის მამასთან მივიდა და ჰკითხა, თუ ვინ ეგონა თავისი შვილის მკვლელი, ეს საუბარი ფილიშვილს უცნაურად მოეჩვენა და ამის გამო გადაიყვანეს გლეხი გორის პოლიციაში, რომ დაედგინათ ვისგან იყო მიგზავნილი ან რა ინტერესი ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშრებით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცხვედაძის ცნობით შარშანდელ ნომერში გაზეთის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ძალიან ცუდად აღწერა საგარეჯოს ბანკის საქმიანობა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ცხვედაძე წერილს საბუთად ურთავს ერთ-ერთი წილის მქონე პირის გაბრიელ ბურთიკაშვილის ანგარიშს, რომლითაც ბანკის წარმატებულ საქმიანობას ასაბუთებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგარეჯოს ნაცვალმა ჩაატარა ყრილობა, რომელსაც ესწრებოდნენ გლეხები და ვაჭრები. ყრილობაზე გლეხების თხოვნით ვაჭრების გასაკონტროლებლად ბაზრის ზედამხედველებად აირჩიეს შაქრო გულისაშვილი, იაგორ რევაზაშვილი და იოსებ მეზვრიშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მომღერალმა და პედაგოგმა ვარვარა ზარუდნაიამ თავისი ბენეფისის მთელი შემოსავალი შესწირა ერთ-ერთ შეგირდ ქალს, რომელსაც თავად ასწავლიდა მუსიკას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 30 დეკემბერს დუშეთში მოქალაქეთა კრებაზე ახალ დეპუტატად აირჩიეს გრიგოროვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ქაჩუა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ორმოქმედებიანი კომედია „ბაქი-ბუქი“, რომელიც ანასტასია თუმანიშვილმა თარგმნა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პელაგია კულუმბეგაშვილმა ნათესავებსა და ნაცნობებს შვილის, თევდორე გიორგის ძე კულუმბეგაშვილის, გარდაცვალების შესახებ აუწყა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 11 იანვარს თბილისის ოლქის სასამართლოში გაიმართა მოქალაქე მიხეილ თეთრაძის პროცესი. მას ქურდობისთვის 8 თვით პატიმრობა მიესაჯა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 11 იანვარს თბილისის ოლქის სასამართლოში მოქალაქე მიხეილ თეთრაძეს 300 თუმნის ვექსილების, ოთხი თუმნისა და ვერცხლის საათის მოპარვის გამო 8 თვით პატიმრობა მიესაჯა. თეთრაძემ ეს ყველაფერი ბიბილურის ტრაქტორში მძინარე იაგორ კარაპეტოვს მოჰპარა.