საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81477

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს სთხოვა, რომ 1913 წლის 20 აგვისტოდან პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაემტკიცებინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ნოემბერს პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი იყო დ. ქუთათელაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, შემოსავალი 11 045. 72 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 7 100. 03. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 3945. 69 მანეთი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 მაისს იუნუს წულუკიძე და ქემალ ნოღაიდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ქართველი მაჰმადიანებისათვის სასწავლებლისა და ქალებისათვის ხელსაქმის სკოლის ასაშენებლად დახმარებას სთხოვენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მისთვის ჩაბარებულ სკოლაში ბავშვები თურქულ, ქართულ და რუსულ ენებს სწავლობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1912 წლის სამოქმედო გეგმა საერთო სასწავლო ეროვნული გეგმის და პროგრამის შემუშავების მიზნით მასწავლებელთა გაერთიანებული შეკრებების მოწვევას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გაბრიელ სვიმონის ძე ბურჭულაძე აწერდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა პედაგოგებისათვის ხელფასის გაზრდას – ჯამაგირის მაქსიმუმ-მინიმუმი ზღვრისა და საპენსიო ფონდის დაწესებას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გრიგოლ იესეს ძე ბურწულაძე აწერდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ფოთის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი ასწავლიდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას თავისი გამოცემების მთავარი საწყობი ჰქონდა თბილისში, ფრეილინის ქუჩის N7-ში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მარტყოფის, აბედათის, ქვიანის, ხობის, ქვალონის, ონტოფოს, განმუხურის, უდის, ახალციხისა და გორდის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გრიგოლ გველესიანმა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანცელარიის საბჭოს წევრებს გააცნო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც თბილისის მიწის სასწავლებელი სახალხო განვითარების განკარგულებაში გადავიდა, მიწის სამიჯნო დაწესებულებები კი მიწის წარმოების სამინისტროს დაექვემდებარა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სარგის კაკაბაძე იყო განათლების სამინისტროს დროებითი საქმეთა მმართველი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სკოლებში სწავლების გაეროვნულების გამო უნდა შექმნილიყო ნაციონალური სასკოლო საბჭო, რომელსაც პროგრამები, სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ტერმინოლოგია უნდა შეემუშავებინა. ამიტომ 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სასწავლო ოლქის კომისარმა ლევან იასონის ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საბჭოსა და პროგრამების შესაქმნელად პედაგოგებითა და ლიტერატურით დახმარება სთხოვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 აგვისტოს სიღნაღის რაიონის სოფელ მელაანის მღვდელი პეტრე ნიკოლოზის ძე დარბაისელი-დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ადგილობრივი მემამულეების მიერ ბაკურციხის ტერიტორიის რუსებზე მიყიდვის შესახებ ატყობინებს და ქართული სკოლის გახსნის მოთხოვნით 200 ხელმოწერას აგზავნის.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილს მისწერა, რომ მათი მიცემული 30 ცალი საქართველოს მოკლე ისტორიიდან 25 თითო 50 კაპიკად გაყიდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისთვის ჩაბარებული სკოლის სასარგებლოდ ფილიმონ ქორიძის მიერ გამართული კონცერტების შემოსავალი – 63 მანეთი გაუგზავნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ყიფიანის არითმეტიკის გაგზავნა სთხოვა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ვალერიან გუნიას პიესების პირველ კრებულში დაიბეჭდა: „და-ძმა“, „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან“, „რაც არ გერგება, არ შეგერგება“, „მონადირე“ და „არც იქით, არც აქეთ“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების გახსნისათვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას უგზავნიან, რაც წლიურად 1500 მანეთს შეადგენდა (ფ. ფრებელისა და მ. მონტესორის სისტემის ნივთები – 73 მანეთი, ავეჯი – 150, სხვადასხვა ნივთი – 720, სიმღერის მასწავლებლებზე განსაზღვრული თანხა –180, მოსამსახურე პერსონალზე – 72 მან.).

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო (საადგილმამულო) ბანკის გამგებელი და თავმჯდომარე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 აპრილს მოხეს სკოლის (ბათუმის ოლქი) პედაგოგმა აპოლონ ნიკოს ძე ფანცულაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქართულ წიგნები სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომ ფასებში გახსნას სთხოვენ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ იანვარში წითელამ ძალიან შეაფერხა სწავლის პროცესი, ბავშვების დიდი ნაწილი ავად იყო, მაგრამ ყველამ სძლია ავადმყოფობას და სწავლა განაგრძო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად არჩილ ჯაჯანაშვილს ალექსანდრე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოყვანა დაავალეს.