საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელენე იოსების ასული ნივინსკაია (ეროვნებით პოლონელი) ხონის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკური განყოფილების სტუდენტ სოლომონ ზაქარიას ძე გენებაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ერთდროული დახმარება (100 მანეთი) გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ბურჭულაძის განცხადება თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის დანიშვნისა და მისთვის ხელფასის, თუმნის, გადახდის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრა მავრიკის ასული ჩხენკელი (ეროვნებით რუსი) ხონის ქალთა გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ანა ლუკას ასული სანაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ისტორიის, ერმალოზ პეტრეს ძე კიწმარიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო ვერა იაკობის ასული საღარაძე უმცროსი კლასების პედაგოგებად მუშაობდნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ვასასი ტატიშვილისა, ნადეჟდა დიმიტრის ასული კაჭარავასი, ს. მახარაძისა, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, რაფიელ გოკიელი, გახუ პეტრეს ძე თურქია და ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს დავით ქაიხოსროს ძე მეძმარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, 1916 წლის 23 ოქტომბრიდან ამოქმედდა, წლის ბოლომდე 5 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პროკოფი პეტრეს ძე ჯანაშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი სოჭის განყოფილება დაარსდა. 1916 წელს ნაუმ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე და ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ნინო ალექსის ასული თურქიასი, ვასასი ტატიშვილისა, ს. მახარაძისა და გიორგი შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან 4-ს დაესწრნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, ნადეჟდა დიმიტრის ასული კაჭარავასი, იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, ლავრენტი ესვანჯია და დავით ქაიხოსროს ძე მეძმარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან ყველას დაესწრნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: კოწია შევარდენის ძე გიგინეიშვილი, იოსებ გაბუნია და იუსტინე პავლეს ძე ჩიქოვანი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ვასილ გრიგოლის ძე შერვაშიძე, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, სევასტი რამიშვილი, გრიგოლ მახარაძე, რაჟდენ კიღურაძე, გიორგი შარაშიძე და ლავრენტი ესვანჯია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს რაფიელ იოსების ძე გოკიელოვი, გახუ პეტრეს ძე თურქია, ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი და იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან არსებული საამშენებლო კომისიის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე აუმ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე, 40 ნამდვილი წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნაუმ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე, უფასო სამკითხველო გახსნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ვ. გ. ქეშელავა და ლევან ბახვას ძე სიჭინავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს რაფიელ გოკიელი, გახუ პეტრეს ძე თურქია, ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია და სევასტი რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან 2-ს დაესწრნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ეფროსინე იაკობის ასულმა ჭიჭინაძემ სთხოვა ქმრის ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის წიგნის „ცხელი ქვეყნის ცხოველების“ ჰონორარი. მწერალს 165 000 მანეთი ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის 20000 მანეთი მიეცა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირთა თხოვნა მათთვის აპრილის ჯამაგირის გადახდის თაობაზე. მარტის ჯამაგირი ყველას მიღებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მოსამსახურე პირთათვის აპრილის ჯამაგირი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის აღწერის კომისიის არჩევის საკითხი. გამგეობამ დაავალა პრეზიდიუმს საწყობის აღმწერის დაქირავება და აღწერის აქტის შემდეგ სხდომაზე წარდგენა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაემტკიცებინა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე და კომიტეტის წევრები: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, წევრობის კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ხაზინადარი კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე და დროებითი მდივანი პართენ გოთუა.

პირები
წყარო

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომა გაეცნო ეკატერინე გაბაშვილის წინადადებას პირველი მაისისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული მისი მოთხრობების ერთ წიგნად გამოცემის, 6-7 მოზრდილი დაუბეჭდავი მოთხრობისა და 3 საყმაწვილო მოთხრობის ან ერთ ტომად, ან პატარა წიგნებად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობა გაბაშვილის წინადადებას დაეთანხმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნის მკაზმავმა ვასილ ყიფიანმა გამგეობას ხელფასის მომატება სთხოვა. მისი თქმით, მუშების გადასახადების 100%-იან მატებასა და მასალის გაძვირებასთან ერთად მავთულით დამზადებული თითო ფორმა მანეთი გახდა, ხოლო ძაფით დამზადებული – 1.50. ასეთ პირობებში საქმის წარმოება ძნელი იყო. გამგეობამ პრეზიდიუმს ყიფიანისთვის ხელფასის მომატება დაავალა.