რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის ებრაელები ღარიბი ბავშვებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად და დასახმარებლად პერიოდულად ფულს აგროვებდნენ.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) „ნოვოე ობოზრენიეზე“ დაყრდნობით წერდა, რომ თბილისის საბებიო ინსტიტუტმა ქალაქის გამგეობას შემწეობა წელსაც სთხოვა, რაზეც გამგეობამ ინსტიტუტის დირექტორს უპასუხა, რომ მათთვის გაუგებარი იყო თუ როგორ იხარჯებოდა გამოყოფილი ფული.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარი გიორგი ქართველიშვილი თავისი თხოვნის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხაზინადრად დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩია.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტში“ დაბეჭდილი სტატისტიკის მიხედვით, ჩრ. ამერიკამ რკინიგზის მშენებლობისთვის 34 მილიარდი მანეთი დახარჯა, ინგლისმა – 19, გერმანიამ – 11, ავსტრიამ – 7 მილიარდ 9 მილიონი, რუსეთმა – 6 მილიარდი და რამდენიმე მილიონი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტში“ დაბეჭდილი სტატისტიკის მიხედვით, ინგლისში 35 მილიონ მცხოვრებზე 25 810 ექიმი იყო ანუ 7 350 კაცზე – 1 ექიმი, საფრანგეთში 1400 კაცზე – 1, ავსტრიაში, ნორვეგიასა და გერმანიაში 1– 500 კაცზე, რუსეთში 1 – 622-ზე, ჩრ. ამერიკაში 1 – 600-ზე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა სოსიკო მახარაშვილის თხოვნას, რომ გაეთავისუფლებინათ სახლის აღწერის გადასახადისგან.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „უცხოეთი“ წერდა, რომ უნგრეთის ფინანსთა მინისტრი გიულა საპარი თანამდებობიდან გადადგა, მის მოვალეობას მისი მოადგილე კალმან ტისა შეასრულებდა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი დროებით ბელა ორში დაიკავებდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძემ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე წაიკითახა მოხსენება: „რა საშუალებანი უნდა იქნას მიღებული სახელმწიფო სამინისტროს მიერ, რომ მთელი რუსეთის ღვინის კეთება წარმატებაში შევიდეს.“
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ქართულმა დრამატულმა კომიტეტმა სეზონზე 1500 მანეთი იზარალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთელი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ რუსულ ენაზე საჯარო ლექციის წაკითხვას გეგმავდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 22 თებერვალს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის ხორო ქართულ თეატრში ი. ი. რატილის ლოტბარობით კონცერტის გამართვას გეგმავდა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით,მარტში გაიმართებოდა სამეურნეო საზოგადოების ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევდნენ. ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშევის ნაცვლად დასახელებული იყო: ი. იოსელიანი და აბელიანცი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას (თავმჯდომარე- ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი) ხარკოვში გამართულ სრულიად რუსეთის გამოფენაში მონაწილეობის მიღებას სთხოვდნენ.

