რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით კახეთში ქურდები მოსახლეობას სახლებს უწვავდნენ, რაც მ. ლიაძესა და კახეთის ბოქაულის წყალობით შეჩერდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 24 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ ოქტომბრიდან პელაგია მიქელაძე, დავით ბარისის ძე ჩხეიძე და ჩიქოვანი ბათუმიდან წავიდნენ. სკოლის მდგომარეობას ყურადღებას მხოლოდ მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილი აქცევდნენ.
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წლის 14 დეკემბერს სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი პავლე ეგნატეს ძე კანდელაკი გარდაიცვალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1887 წლის 22 დეკემბერს ცხინვალში მცხოვრებ დავით ნამორაძეს მევალეებმა მიაკითხეს სახლში სასამართლოს მიერ გადაცემული მამულის დასაკუთრების მიზნით, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მათ შორის და დაიჭრა ვ. ელიოზიძის ძმისშვილი და თანმხლები პირი კვანჭახაძე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 დეკემბერს ერთი ქალაქელი კინტოებთან ერთად ქურდობის მიზნით თავს დაესხა ერთ-ერთი მარტყოფელის სახლს, დაპირისპირების დროს სახლის პატრონის ძმამ გვერდში ხანჯლით დაჭრა მიხეილ ფურცელაძე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 29 დეკემბერს მარტყოფში მცხოვრებ ამირან ჩიტრეკაშვილს 10 ურემი თივა დაუწვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გიორგი ქართველიშვილმა ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს 3000 მანეთი შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიშო მაჩაბელს ყვირილაში გასაყიდად წიგნები გაუგზავნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე მუსხელიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ახალციხეში გაუგზავნა წიგნების სია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 ნიკო საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო წიგნები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1909 წლების ოზურგეთის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თავართქილაძესთან მიმოწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ოზურგეთის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თავართქილაძეს გაუგზავნა გასაყიდი წიგნების სია.
1888
ტიპი: ღონისძიება
ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით დახმარება დავით სარაჯიშვილს სთხოვეს და ისიც დათანხმდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მიხეილ ყიფიანს მადლობა შეუთვალეს ვლადიკავკაზში ქართული წიგნების გავრცელებაში დახმარებისთვის, გაუგზავნეს 10 თუმნის ღირებულების წიგნები და სთხოვეს, ეცნობებინა, მომავალში რომელი წიგნები იქნებოდა საჭირო.
1888
ტიპი: ღონისძიება
ვახტანგ თულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მიხეილ ყიფიანის არითმეტიკის 10 სახელმძღვანელო და დარჩა 447, რომლებიც საზოგადოების მდივანს უნდა წაეღო, თუმცა გამგეობის შენობის შეცვლის გამო ეს ვერ მოხერხდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
მიხეილ ყიფიანმა ვახტანგ თულაშვილს შესთავაზა, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის იმ პირობით გადაეცა, რომ გაყიდული წიგნებიდან საზოგადოებას მოგების 30 პროცენტი დარჩენოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან მიიღო წერილი ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობა ატყობინებდა, რომ მათ შეეძლოთ სკოლისთვის თავდაპირველად 200 მანეთი მიეცათ, შემდეგ კი ყოველწლიურად გაუგზავნიდნენ საჭირო წიგნებს. ასევე შეეძლოთ მასწავლებლად სანდო და საქმისმცოდნე კაცის დანიშვნა, თუმცა მის ჯამაგირსა და სახლის ქირაზე ადგილობრივ ქართველებს უნდა ეზრუნათ.

