საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის წინადადება მეორე მომგებიანი სესხის ბილეთის ყიდვის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის თხოვნა, რომ გამგეობას მისთვის „საზოგადო ისტორიის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად ერთი წლით ხუთასი მანეთი ესესხებინა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო, თავმჯდომარის მოადგილე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, წევრები კი იყვნენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას წერილობით უხდის მადლობას მიღებული დადგენილებისთვის, რომლის მიხედვითაც ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა. ხელს აწერს პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი, ფილიმონ ფარნაოზის ძე ბერძენიშვილი და გიორგი გრიგოლის ძე ბეჟიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნინო აკოფოვი, ვარდენ ალექსანდრეს ძე ავალიშვილი, გიორგი მინას ძე აბაშიძე და ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: შალვა არჩილის ძე ასათიანი, ივანე გიორგის ძე აროშიძე, ცავრინა დარისპანის ასული ახვლედიანი, პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე და ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იოსებ გიორგის ძე ანდრონიკაშვილი, ვასილ იოსების ძე არეშიძე, ოლღა დავითის ასული არეშიძე და ნიკოლოზ ივანეს ძე აკოფოვი (აკოფაშვილი). მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ელენე მიხეილის ასული ანდრონიკაშვილი, სოლომონ მიხეილის ძე ანდრონიკაშვილი, აბელ აბელაშვილი, თამარ არჩილის ასული ანდრონიკაშვილი და ელენე დავითის ასული აბელაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ანა გაბრიელის ასული აზმაიფარაშვილი, ვასილ ყარამანის ძე ასათიანი, სალომე ავალიშვილი, ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძე და ზაქარია იოსების ძე ანდრონიკაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ დავით ნესტორის ძე ახვლედიანი, ელენე ქაიხოსროს ასული ანტონოვსკი, კოსტა იაკობის ძე არველაძე და პელაგია ვარდენის ასული ახალაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მასწავლებელმა ივანე გომელაურმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 100 000 მანეთი სთხოვა. იმ დროისთვის გომელაურს მიღებული ჰქონდა 350 000 მანეთი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ლ ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კანცელარიისა და მაღაზიის მომსახურეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხზე მსჯელობა და მოსაზრების წარდგენა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს შიო დედაბრიშვილმა, თევდორე კიკვაძემ და იოსებ გიორგობიანმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ ივლისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება საზოგადოების მთავარი გამგეობის მუშაობის შესახებ. გამგეობამ სარევიზიო კომისიისთვის პასუხის გაცემა პრეზიდიუმს დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ ივლისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თევდორე კიკვაძე და იოსებ გიორგობიანი დაესწრნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის რწმუნებულის, ლავრენტი სანაძის განცხადება. სანაძეს გიორგი ყაზბეგის ნივთები უნდა ჩაებარებინა. ნივთები, რომელთა გადმოტანა ნახევარი მილიონი მანეთი დაჯდებოდა, ყაზბეგის ერთ-ერთი ნათესავისთვის უნდა ჩაებარებინათ. ამ საქმის მოსაგვარებლად გამგეობამ 100 000 მანეთი გამოყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე შიო დედაბრიშვილის მონაწილეობით განიხილეს თხოვნა მომსახურე პირებისა, რომელთაც რვა დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული პურის რაციონი, მიეცათ შესაბამისი თანხა ბაზრის ფასების მიხედვით. გამგეობამ დაადგინა, რვა დღის პურისთვის საჭირო თანხა – 20000 მანეთი გაეცა მათზე. ანგარიში საზოგადო წესების მიხედვით უნდა გაესწორებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრი თევდორე კიკვაძე და თავმჯდომარე შიო დედაბრიშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს არქივის დირექტორის, ვუკოლ ბერიძის თხოვნა არქივისთვის ქართველიშვილის გამოცემული ვეფხისტყაოსნის ერთი ეგზემპლარის უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ ბერიძის თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა კოოპერატიული ბიბლიოთეკისთვის „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის 50 000 მანეთად დათმობის შესახებ. გამგეობამ ერთი ეგზემპლარის 100 000 მანეთად მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას პავლე საყვარელიძემ „ქილილა და დამანას“ ერთი ეგზემპლარი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა საყვარელიძისთვის წიგნის 10 000 მანეთად მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მომსახურე პირებმა პურის რაციონისთვის განკუთვნილი თანხის გადახდა სთხოვეს. მუშებს პურით მომარაგება 20 ივნისიდან შეუწყვიტეს. საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე რვეულების ფასის მომატების საკითხი განიხილეს. პრეზიდიუმის აზრით, ფასი 10 000 მანეთამდე უნდა გაეზარდათ. გამგეობამ ფასის 800 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგის ნივთების ჩაბარების საკითხი განიხილეს. ამ საკითხის მოგვარება მეთოდე კაკაბაძის ნაცვლად არჩეულ გამგეობის ახალ წარმომადგენელს, ლავრენტი სანაძეს დაავალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო მღვიმელმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 50 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, 25 000 მანეთი მიეცა.