რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ილიას ძეგლის ადგილის შესაკეთებლად თანხის გადადების საკითხი განიხილეს. გამგეობამ ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და მოსაზრებების გამგეობისთვის წარდგენა ნინო ნაკაშიძესა და ქრისტინე შარაშიძეს დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საისტორიო საზოგადოების გამგეობამ წიგნების ანგარიშიდან ავანსად 40 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ნიკოლოზ სულხანიშვილის ქვრივმა, ანამ ობლებისთვის წიგნებით დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, ქვრივისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული 50 000 მანეთის წიგნები და რვეულები მიეცა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ელისაბედ (ლიზა) პეტრეს ასული მესხიშვილი, იაგორ ასამბაძე, ალექსი ისაკის ძე აკოფაშვილი და მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 74.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ დეხვირის სკოლის მასწავლებელ ლუკა გაბადაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 122.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ონიფანტე გიორგის ძე არველაძე, იპოლიტე ივანეს ძე ახალაძე, არხიპო ვარდენის ძე ახალაძე, ოლღა სოლომონის ასული აზმაიფარაშვილი (აზმაიპარაშვილი) და სოლომონ გრიგოლის ძე აზმაიფარაშვილი (აზმაიპარაშვილი). მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სოლომონ იოსების ძე ახვლედიანი, ანა გიორგის ასული აგლაძე (აღლაძე), გიორგი აბრამიშვილი, ვარვარა (ბარბარე) აბრამიშვილი და აგრაფინა აბრამიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე გიორგის ძე აბდალაძე, ოლღა თეოდორეს ასული არჩვაძე, ამბროსი სოლომონის ძე ახვლედიანი, ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი და დარია გიორგის (გრიგოლის) ასული ახვლედიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ ალიბეგოვი, ივანე გიორგის ძე ავსაჯანოვი, დომენტი გიორგის ძე აროშიძე და ანა ნიკოლოზის ასული არდაზიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ილია აღნიაშვილი, ალექსი თომას ძე ავსაჯანიშვილი (ავსაჯანოვი), ანა გიორგის ასული ახალშენიშვილი და ელენე ახალკაცი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ლევან გიორგის ძე ასათიანი, მარიამ დიმიტრის ასული არაბიძე, რუბენ ტარასის ძე ასათიანი და ნიკოლოზ თეოფანეს ძე ასათიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ვასილ გიორგის ძე ათაბეგაშვილი, ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი და ტასო ვასილის ასული აბაშიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში შეგროვებული შვიდი ყულაბიდან ყველაზე მეტი თანხა – 104 მანეთი შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოს მოლარის, დავით როსტომის ძე ჭუბაბრიას ყულაბაში აღმოჩნდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, აბესალომ გიორგის ძე ბუკია, ივანე ბარბაქაძე და დარია ბარბაქაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

