საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91191

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წელს ნიკო დადიანს ჰქონდა ბინა ქუთაისში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს თედო სახოკია ქართულ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა თედო სახოკიას თარგმანი ჟიულ ლემეტრის მოთხრობისა „მეფის ასული და მისი მიჯნურნი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან „ივერიაში“ პერიოდულად იბეჭდებოდა თედო სახოკიას თარგმანები მოპასანისა და სხვა გამოჩენილი ფრანგი მწერლებისა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია ქართული პრესის მეშვეობით რეგულარულად აცნობდა ქართველ ხალხს ევროპულ კულტურას და ყველაფერ სხვას, რაც მისაბაძი იყო ევროპაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია ესეებს წერდა საქართველოს პროვინციათა ცხოვრების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია „ივერიაში“ ბეჭდავდა პროვინციის ცხოვრების ამბების შესახებ დაწერილ თავის ესეებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისში დუტუ მეგრელი მხოლოდ ნიჭის იმედად იყო, რადგან, მისი აზრით, სხვა მხრივ ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანდა ინვალიდობის გამო.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე ზურაბის ძე ღლონტი 1888 წლის აპრილში დაიბადა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე 1888 წლის პირველ დეკემბერს დაიბადა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლიდან საქართველოდან წასული ეგზარქოსი პავლე ყაზანის ეპისკოპოსი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ეგზარქოსმა პავლემ პავლე ჩუდეცკის ქვრივი მარიამ მანჟელეი ყაზანის ეპარქიაში სასწავლებლის გამგედ დანიშნა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის სექტემბერში სოსო ჯუგაშვილმა სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დავით მაჭავარიანმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს დავით მაჭავარიანს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს დავით მაჭავარიანი ერევნის ლაიბ-გრენადერთა მე-13 პოლკში მსახურობდა, დაბა მანგლისში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 იანვარს ქართულ თეატრში წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატალია ცაგარელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 იანვარს, წყალკურთხევის ღამეს, ალ. გუგუშვილს სახლი გაუტეხეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 6 იანვარს წყალკურთხევა იყო მტკვარზე. ქაშუეთის ეკლესიაში წირვა ეგზარქოსმა პალადიმ ჩაატრა და მდაბიო ხალხსაც დართო ნება შესულიყვნენ ეკლესიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი სამსახურის საქმეების გამო გაემგზავრა თბილისიდან პეტერბურგში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთის გამოსაწერად თბილისში უნდა მიმართონ ა) რედაქციას, რომელიც მდებარეობდა ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე, ზუბალოვის 9 ნომერში, ბ) ლ. ბ. ხიდდეკელის გაზეთის სააგენტოს გოლოვინის პროსპექტზე, გ) „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიას, დ. სარაჯიშვილის ეზოში. ქუთაისში ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიას, ხონში ნესტორ წერეთლის წიგნის მაღაზიას და ბათუმში მ. ნათაძეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 იანვარს ქუთაისში მოქალაქეთა კრებაზე ხმოსნებად აირჩიეს: დ. დადიანი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ გველესიანი, ისხაკა ელიგულაშვილი, პავლე თუმანიშვილი, გიორგი კიზირია, გლ. კემულარია, მიხაილ შნეიდერი, მოშე რიჟინაშვილი, კაცია ადანაია, ლუკა ასათიანი, ვასილ აკოფაშვილი.