საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89996

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა გორში, კონსტანტინე ცხვედაძის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ხონში, ნესტორ წერეთლის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული წიგნები ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსი სანაიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია სოხუმის მეორე გილდიის ვაჭრის- თურქიას მიერ ჰამბურგის ლატარეაში 200 688 მარკის მოიგების თაობაზე ტყუილი აღმოჩნდა. მას სულ რაღაც 60 მარკა მოუგია, სანაიამ კი მკითხველი და თურქიას საახლობლო შეცდომაში შეიყვანა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმის პოლიციამ დააპატიმრა გენერალ ზავადსკისა და ფილიპე ბოკუჩავას მკვლელობაში ბრალდებულები- ზაქარია ოთურბა და შაბაი მარღანია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტს ქალაქის საბჭოს კრებაზე განაცხადეს, რომ მუშტაიდის ბაღი, რომელიც ანდრონიკოვის ჰქონდა ჩაბარებული, სათანადოდ მოვლილი არ იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტს ქალაქის საბჭოს კრებაზე ბაბოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ქალაქის ხარჯით მორწყავდნენ მუშტაიდის ბაღს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტს ქალაქის საბჭოს კრებაზე ა. ივანენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ვალი ინტენდანტის მიმართ უნდა შეეტანათ ყოველწლიურ ხარჯთაღრიცხვაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

„გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ 1888 წლის 19 მარტს ნიკოლოზ აბამელიქოვის მაღაზიიდან მოიპარეს წითელი სამოვარი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 20 მარტს იონა მეუნარგია გამართავდა საჯარო ლექციას პოეტ გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და ნაწარმოებების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 20 მარტს ქუთაისში, ა. გურგენოვის შენობაში, სასტუმრო „Центральная“ გაიხსნა, რომლის მმართველიც პ. ბეთანოვი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 20 მარტს ბეჟათუბანში გაქურდეს მოქალაქე ტალახაძის სახლი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუკა რაზიკაშვილის ლექსი „ქალებს“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ზაქარია ჭიჭინაძის გამომცემლობაში გამოვიდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის წიგნი „საუკეთესო ცოდნა“, რომელიც შეიცავდა მრავალ სასარგებლო ცნობას ბუნებისა და ადამიანის ყოფა-ცხოვრების შესახებ. წიგნის ფასი 1 აბაზი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნატორი კარლ ლევის ძე ზისერმანი შემდეგ კვირაში ჩამოვიდოდა დედაქალაქში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 22 მარტს ქართული თეატრის მსახიობი ვასილ აბაძიშე გამართავდა ლიტერატურულ საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი, კ. მ. მაქსიმიძე, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვანი. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნებოდა გეორქ ბაშინჯაღიანის მიერ შესრულებული სურათები „ვეფხისტყაოსნიდან“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოზურგეთის მაზრის წინამძღოლ ივსიხი ნაკაშიძის განცხადებით 17 აპრილს ოზურგეთში გაიმართებოდა თავად-აზნაურთა სამაზრო კრება.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 20 მარტს სოფელ კახში გარდაიცვალა გიორგი ჯანაშვილი, რომელსაც საინგილოში მცხოვრები მაჰმადიანების გაქრისტიანებაში დიდი ღვაწლი მიუძღვოდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კონდუქტორ სიმონ მახარაძეს ახალი სენაკისა და ჭალადიდის რკინიგზის სადგურებს შორის სანიშნე თოკის გასწორების დროს მატარებლი დაეჯახა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 21 მარტს სასტუმრო „საქსონიაში“ მყოფი ტიტულოვანი მრჩეველი სერგო ტერ-გრიქუროვის გაქურდვაში ბრალი ედებოდათ სასტუმროს მოსამსახურეებს – სვიმონ შენგელაიას და პოკრიფ ანჯარიას, რომლებიც მე-4 ნაწილის ბოქაულის ხელქვეითმა შერგილოვმა დააპატიმრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 მარტს სასტუმრო „საქსონიის“ მე-2 ოთახიდან, რომელშიც ტიტულოვანი მრჩეველი სერგო ტერ-გრიქუროვი იმყოფებოდა, გაიტანეს 298 მანეთი, 2 მომგებიანი ბილეთი, 2 500 მანეთის თამასუქები და 500 მანეთის ოქროსა და ბრილიანტის ნივთები.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 21 მარტს პოლიციის მე-3 ნაწილში თბილისის მოქალაქე მელაშვილს ივანე ოვანოვმა 73 მანეთი მოჰპარა. ის პოლიციის მოხელე სავჩუკმა რკინიგზის სადგურზე დააკავა და მოპარული თანხა დააბრუნებინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 22 მარტს ბანკის თეატრში ვასილ აბაშიძე გამართავდა სალიტერატურო საღამოს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მხატვარ გეორქ ბაშინჯაღიანის სურათები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 მარტს ოდესელი ეკატერინე იეპეცკის სახლიდან ქურდებმა გაიტანეს 140 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 22 მარტს პოლიციის მე-9 ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მდივანმა დიმიტრი თევდორეს ძე გავრილენკომ თავი დამბაჩით მოიკლა.