რეგისტრირებული ფაქტები92705
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. ექიმ მალინინის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისის ჯარში ავჭალის წყლის გამოყენება დაიწყეს, ხურვებამ საგრძნობლად იკლო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ნიკოლოზ ხუდადოვმა განაცხადა, რომ ავჭალის წყალი ბევრ მინერალს შეიცავდა, ამასთან არ არსებობდა საბუთი, რომლითაც ავჭალის წყლის უპირატესობას დაადასტურებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სტეფანე ქრისტეფორეს ძე მიცუკოვს დურასევიჩის ქვრივის ვალი ჰქონდა, რომლის გადახდას დაპირდა და მიიწვია მარიამ ვასილის ასულ იაკიმოვიჩის სახლში სავალო ხელწერილის დასადებად, თუმცა ადგილზე მისულ დურასევიჩს ხელწერილი მოტყუებით გამოართვა მიცუგოვმა და გაიქცა, ქუჩაში მათ შორის მოხდა დაპირისპირება, რაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ვაჩნაძემ შეამჩნია. ყველაფრის გაგების შემდეგ პოლიციელმა შეადგინა ოქმი და გამომძიებელს გადასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიცუგოვს ჩამოერთვა ზოგიერთი უფლება და ასტრახანში გაგზავნეს 2 წლით, ხოლო მარიამ იაკიმოვიჩისა გამართლდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს სვიმონ დიმიტრის ძე ყაზახოვს დამბაჩის დაშლის დროს შემთხვევით გაუვარდა ტყვია, რომელიც მარჯვენა ფეხში მოხვდა. დაშავებული სამკურნალოდ გადაიყვანეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს დაიწყო ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ყვარლის ბლაღოჩინი, მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. ისინი წარდგნენ ეგზარქოს პალადის წინაშე, რომელმაც დალოცა სასულიერო პირები და წარუდგინა 11-პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა წარმოედგინათ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ინგლისურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მესხი შეასრულებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში გაქურდეს ავაქ ხანდამიროვის, სერგო ავაქოვის, ბუღდან ტერ-სარქისოვის, იაკობ ლოვანოვის, ნიკოლოზ დოვლატოვის, მარკ რაბინოვიჩის, ივანე დონდუროვის, ევგრაფ ივანოვისა და მოსე ცეიტლინის მაღაზიები.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ტატიშვილის მიერ შედგენილი წიგნის „კანვაზედ საკერი ქართული ასოები“ ძალიან ბევრი ეგზემპლარი გაიყიდა გორში. ასევე რედაქციას სთხოვენ, რომ რუსთაველის გარდა დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეფისა და თამარ დედოფლის სურათებიც გამოსცენ ბალიშზე საკერავად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ქალაქისთავის მოადგილე იზმაილოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით მილის წყალი ქალაქისთვის საკმარისი იყო და იმ შემთხვევაში, თუ მეტი წყალი იქნებოდა საჭირო, ქალაქს ჰქონდა საშუალება, წყალი შორიდან გამოეყვანა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვალს გაიმართა კრება შავი ზღვის მიდამოებში მოსახლეობის დასახლების შესახებ. კრებაზე შავი ზღვის კომპანიის აგენტმა ალექსანდრე ეგუნოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკური საჭიროებისთვის კარგი იქნებოდა თუ რუსებს დაასახლებდნენ მოცემულ ადგილებში, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ყაზახების დასახლება იქნებოდა მომგებიანი. ყაზახების დასახლების შესახებ კრებაზე ბევრი საწინააღმდეგო აზრი მოისმინეს, მათ შორის კოტელნიკოვისაც.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 17 თებერვალს საზოგადო კრებაზე უნდა გადაეწყვიტათ, რომელი ეროვნების ხალხს დაასახლებდნენ შავიზღვისპირეთის მიდამოებში. კრებაზე სიტყვით გამოვიდა დუკმასოვი, რომელმაც საუკეთესო ვარიანტად ყაზახები დაასახელა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვალს გაიმართა კრება შავი ზღვის მიდამოებში მოსახლეობის დასახლების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა ა. ს. ერმოლოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხში მნიშვნელვანი იყო ეკონომიკური მხარე და ყაზახების დასახლება სამეურნეო სამუშაოების გასამართად არ იქნებოდა მომგებიანი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გარდაიცვალა ანნა იოსების ასული ბუდაღოვისა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ბებიაქალი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ მარმა, პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგინა თხზულება, რომელსაც ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 17 თებერვალს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა „ცენტრალ სასტუმროს“ გადაწვის საქმე. ბრალდებულები იყვნენ ლევან ორახელაშვილი და მისი მეუღლე ანნა ალავიძე. საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ინციდენტის დღეს ორახელაშვილმა სასტუმროს დარაჯი გაგზავნა თავის მეუღლის მოსაყვანად, თავად კი ამ დროს დარაჯის ოთახში შევიდა და ცეცხლი გააჩინა, რომ არა იქვე მცხოვრები პირი სასტუმროც და მასში მყოფი ადამიანებიც ერთიანად დაიწვებოდნენ. სასამართლომ ორახელაშვილი დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა, ხოლო მისი მეუღლე გაამართლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 17 თებერვლის კრებაზე, რომელიც შავიზღვისპირეთის მიდამოებში მოქალაქეების დასახლებას ეხებოდა თავისი მოსაზრება გამოთქვა იურიევიჩმა. მისი აზრით, ყაზახების ცხოვრების წეს-წყობილება, ჩვეულება და უნარი არ შეესაბამებოდა ასეთ საკულტურო საქმეს. ამიტომ შავი-ზღვის მიდამოებში უნდა მოეწვიათ ქართლელები, იმერლები და მეგრელები იმ ადგილებიდან, სადაც კარგად იცოდნენ ვენახის მოვლა, ხოლო ბერძნები იმ ადგილებიდან - სადაც თამბაქოს მოყვანა იყო გავრცელებული. იურიევიჩს დაეთანხმა ეროპკინი და დაურთო, რომ ამ საქმისთვის რუსების მოწვევაც კარგი ვარიანტი იქნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვალს გ. შარაშიძის ცნობით, დათია ბაღიშვილი თავის ძმისწულ სტეფანე ბაღიშვილთან და ივანიკა საბაშვილთან ერთად ცოფიანმა მგელმა დაკბინა. გლეხებს ოზურგეთის მოსახლეობამ თანხა შეუგროვა და 24 თებერვალს ოდესაში გაგზავნა სამკურნალოდ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვალს შედგა ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლი მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. კრებაზე განიხილეს ეგზარქოს პალლადის მიერ შედგენილი 11 პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მრევლთა წასაქეზებლად მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო კითხვა-გალობაში აუცილებელი იყო თავად სასულიერო პირებს მოეწვიათ ეკლესიაში ობოლნი რომელთაც სწავლის საშუალება არ ჰქონდათ და მათგან შეეკრათ კითხვა-გალობის გუნდი. ასევე, კარგი იქნებოდა თბილისის სემინარიაში აღედგინათ ძველი ჩვეულება, როცა სემინარიის მოსწავლეები უქმე დღეს ქართულად კითხულობდნენ და გალობდნენ სემინარიის ზემოთ მდებარე სული წმინდის სახელობის ეკლესიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „ნორ-დარის“ ცნობით თბილისში მალე დაიბეჭდებოდა სომხური ჟურნალი „მიტკი“ – „ფიქრი“, რომლის გამომცემელი არშაკ ბაბიანი იყო.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, მაისში გაიმართებოდა თბილისის ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე შანშიევის საქმის განხილვა. მას ობლების ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მაისში გაიმართებოდა მიხეილ ერისთავის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალდებოდა უფლებამოსილების გადაჭარბება და სხვა დანაშაულები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვალს აზნაურ იაგორ ქალანთაროვის სახლის გატეხვისა და გაძარცვის გამო კონსტანტინე კახნიძე დააკავეს.

