რეგისტრირებული ფაქტები92736
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რევაზ ვაჩნაძის განცხადება, რომ 23 თებერვალს თეატრში დაკარგა ტყავის საფულე სხვადასხვა ანგარიშებითა და საბუთებით. ვაჩნაძე მპოვნელს სთხოვდა საფულე მიეტანა სოლოლაკის ქუჩაზე მდებარე ალაბაბოვის სახლში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იჯარით გაიცა საქონლის დაკვლა 800 მანეთად წელიწადში. ეს იჯარა ჩააბარეს ალექსანდრე ბაღდინოვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის საწყობში იყიდებოდა შემდეგი წიგნები: გრიგოლ ტატიშვილის „კანვაზედ საკერი ანბანი“, სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“, გაზეთ „ივერიის“ მიერ გამოცემული ფშაური ლექსები, ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნი უილიამ შექსპირის ტრაგედია და სხვ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იბეჭდებოდა არისტოტელე ქუთათელაძის მიერ შედგენილი წიგნი „ქართული გრამატიკა“ დაწყებითი კლასებისათვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქვრივ ნინა მესხიევის წერილი რედაქტორის მიმართ. მესხიევის თქმით სამკურნალოდ დადიოდა თბილისის საავადმყოფოში ექიმ ქანანოვთან, თუმცა უმეტესად ექიმთან შესვლის უფლებას არ აძლევდა საავადმყოფოს ზედამხედველი იუზბაშოვი, რადგან მისი თქმით, ქანანოვი მას ძვირიან წამლებს უწერდა და იძულებულები იყვნენ ეს წამლები სხვა აფთიაქებიდან გამოეწერათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სენაკის მაზრის სოფელში მოღვაწე მწერალმა შეადგინა ყალბი და უსაფუძვლო საჩივარი სკოლასა და მასწავლებლებზე და გაუგზავნა შესაბამის განყოფილებას. საჩივრის საფუძელზე სოფელში ჩავიდა სასოფლო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ჭიჭინაძესთან ერთად, ადგილზე მისულებს მამასახლისმა განუცხადა, რომ ეს საჩივარი მწერლის მიერ იყო შედგენილი და მათ არანაირი უკმაყოფილება არ ჰქონდათ სკოლისა და მასწავლებლების მიმართ. მამასახლისი უყურადღებობისა და გაუფრთხილებლობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, მწერალი კი ისევ თავისუფლად აგრძელებდა უსაფუძვლო საჩივრების შეტანას სასამართლოში.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ეკატერინე გაბაშვილმა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოში გაგზავნა წერილი, რომლითაც ითხოვდა ახალი საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალის ბეჭდვის ნებართვას. ჟურნალის სახელწოდება „ხომლი“ იქნებოდა. გაბაშვილის ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 23 თებერვალს სოფ. კვახჭირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იოვანე იესეს ძე ჩხიკვაძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის ოლქის სასამართლომ ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის გაუპატიურების გამო დავით ახმედოვს ციმბირში გადასახლების განაჩენი გამოუტანა, რომელიც ახმედოვმა ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ამაოდ. სამოსამართლო პალატამ ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვალს კბილის ექიმის ვოლფზონის სამუშაო ადგილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა ორი კარადა. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაიწყო გამოძიება.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 25 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა თბილისის სათემო სადარაჯოს უფროსი ზურაბ დევდარიანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქუთაისის ქალთა სასწავლებლის ხელმძღვანელ მარიამ რუბანის განცხადება, რომ ვისაც სურდა ბავშვების მიბარება სასწავლებელში, დაბადების მოწმობა და განცხადება უნდა შეეტანათ მარტსა და აპრილში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სპექტაკლებში „ორი ობოლი“ და „გულმა იგრძნო“ შესანიშნავად ითამაშეს თავიანთი როლები მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ, კოტე ყიფიანმა, ბარბარე ავალოვისამ, ხუციშვილმა, თამაროვისამ და ნატო გაბუნია-ცაგარლისამ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.
1888
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 26 თებერვალს სამსახურიდან გამოსვლის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯარისკაცი ივანოვი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იოსებ ცისკარიშვილის ცნობით თელავში გახსნეს ახალი აფთიაქი, რაც სასიხარულო ფაქტი იყო თელაველებისათვის, რადგან მხოლოდ ერთი აფთიაქის ამარა იყო მთელი ქალაქი. ი. კახელის თქმით ექიმები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ თუ რა ღირებულების წამლებს უწერდნენ პაციენტებს, ამით შემდეგ აფთიაქი სარგებლობდა და დაწესებულ ფასზე კიდევ ამატებდა თანხას, საბოლოო ჯამში ღარიბი ხალხი ვერ ახერხებდა წამლის ყიდვას და ისევ შინაური მკურნალობის ხერხს მიმართავდნენ.

