რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ. პრეზიდიუმის შუამდგომლობის შედეგად კვლავ გაიხსნა ნარკომპროსის განკარგულებით დალუქული მაღაზია და კანცელარია. ქაღალდის აღრიცხვისა და მთავარი სამმართველოს განკარგულებით 24 აგვისტოს საწყობიდან 124 ფუთი 32 გირ. საბეჭდი ქაღალდი წაიღეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები – ნინო ნაკაშიძე, პავლე საყვარელიძე და თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩიგოგიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ განყოფილების მთელი ქონება ადგილობრივ რევკომს გადაეცა. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების კომისარიატთან მოლაპარაკება დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა 1-ლი აგვისტოდან ერთთვიანი შვებულება სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დასაბეჭდად იყო გამზადებული ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 49 რვეულისგან შედგებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სხდომის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სამკურნალოდ ხანგრძლივი შვებულება სთხოვა. გამგეობამ კარიჭაშვილს ერთთვიანი შვებულება მისცა 1-ლი აგვისტოდან, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 ივლისს სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების მთავარმა გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1917 წლიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა გამოცემა სთხოვა საგამოფენო, სამუზეუმო და საექსკურსიო განყოფილებებისთვის. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მეთაურობით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების სამუზეუმო, საგამოფენო და საექსკურსიო განყოფილება სთხოვს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა სურათებს. განჩინებით ეს თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაურმა სთხოვა 300 000 მანეთი „ქართველი მწერლების“ ჰონორარიდან. გამგეობამ დაადგინა, გომელაურისთვის 200 000 მანეთი მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის განყოფილების გამგეობა სთხოვს ადგილობრივი სკოლისთვის სახელმძღვანელო წიგნებსა და რვეულებს, დედა ენის პირველ და მეორე ნაწილებს 100 – 100 ცალს, ბუნების კარს – 80-ს, ქართველი მწერლების პირველ ნაწილს – 80 ცალს, მეორეს – 40- ს, русское слово-ს პირველ ნაწილს – 100 ცალს, მეორეს – 80-ს, რვეულებს – 2000 ცალს, ახლად გამოცემულ საბავშვო წიგნებსა და 10 გირვ. ცარცს. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნა სკოლისთვის საჭირო წიგნები შესაბამისი ოდენობით და 1000 ცალი რვეული.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბაქოში დახვრეტილი გენერალი მაყაშვილის ქვრივი ეკატერინა სთხოვს, მიეცეს მას ნება გაუკეთოს მოაჯირი თავისი შვილის საფლავს პანთეონში, ხოლო როცა შესაძლებელი იქნება მისი მეუღლის გადმოსვენება, ისიც შვილის გვერდით დაიკრძალოს. გამგეობამ მოაჯირის გაკეთების ნება დართო მაყაშვილის ქვრივს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას „ახალი სხივის“ რედაქცია სთხოვს მისგან 1200 ცალი წიგნის „პლატფორმა და მასალები პარტიული პროგრამისთვის“ შეძენას ნაღდ ფულზე. უსახსრობის გამო გამგეობამ უარი უთხრა რედაქციას, საკომისიო წიგნების ანგარიშიდან კი დაჰპირდა 100000 მანეთს ავანსად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვი სთხოვს 100000 მანეთს თავისი წიგნების ჰონორარიდან. იმ დროისთვის მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 50000 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა ბარნოვის თხოვნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გან. კომისარიატის მთავარ გამგეობასთან მოლაპარაკების საკითხს. პრეზიდიუმმა ასევე წარუდგინა სხდომას წერილობითი მოხსენების პროექტი, რომელიც განჩინების თანახმად დადასტურებულ იქნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: პ. საყვარელიძე, ნ. ნაკაშიძე, ნ. ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა გლავპოლიტპროსვეტთან მოლაპარაკებას. გამგეობამ მოლაპარაკების წარმართვა პრეზიდიუმს დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოლომონ ახვლედიანი სთავაზობს მისგან პარიზიდან ჩამოტანილი ფრანგულენოვანი წიგნების შეძენას 1500000 მანეთად. განჩინების თანახმად გამგეობამ უარი უთხრა ახვლედიანს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვარლამ ბურჯანაძე ავადმყოფობის გამო სთხოვს თვენახევრიან შვებულებას 8 ივლისიდან. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ბურჯანაძისთვის ერთთვიანი შვებულება 8 ივლისიდან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – პ. საყვარელიძე, ი. გიორგობიანი, დ. ონიაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. ბურჯანაძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 1-ელი იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრთა სიის მიხედვით, ზურაბ ივანეს ძე გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო – 1 500 მანეთი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელი იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრთა სიის მიხედვით, ნინა (პუპი) აბაშიძემ ერთიანი სამუდამო გადასახადის სახით საზოგადოებას შესწირა 5 000 მანეთის ღირებულების სოფლის მამული.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის პირველი იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრთა სიის მიხედვით, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩმა (მაიაშვილმა) ერთიანად გადაიხადა საწევრო – 100 მან.