საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციულ წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, რუბენა გეორგის ძე გრიგოროვი, მელიქსედ როსტომის ძე გეოჯიანი, მიხეილ ვასილის ძე ჩევარდოვი, ნიკოლოზ გიორგის ძე ყასაბიანი, კონსტანტინე თედორეს ძე დონსკოი, გეურქ ათამესის ძე კატაჯიანცი, სერგო გრიგორის ძე მანუკა, მიხეილ ალექსნდრეს ძე ოდიშელიძე, სიმონ ილიას ძე შაბანოვი და ვლადიმერ ვასილის ძე მირონენკო 1925 წლის 4 ივლისს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციულ წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, ტატიანა აბრამის ასული კაზლოვისა, მარიამ ალექსანდრეს ასული კუზნეცოვისა, სედრაკ გრიგორის ძე პეტროსიანი, ანნა ბრონისლავის ასული სავიცკისა, მიკიჩ პაპიკის ძე ნაზაროვი, ტოროსი ეგნატეს ძე ტოროზოვი, შაინ ავეტის ძე კაზაროვი, ვართანა ეფრემის ძე მოსესოვი და ჩიტო ალო-უსოვი 1925 წლის 4 ივლისს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის 1893-1894 წლების ანგარიში კავკავის სკოლის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილად დაინიშნა გერასიმ არტემიევიჩ გაზანდჟევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციულ წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, გეურქ ათანასეს ძე პეტროსოვი, მიკირტიჩ მარტიროსის ძე ჯაგაცკანინანცი, გარსევან ალექსანდრეს ძე ამბარცუმოვი, ტესოვ იოსების ძე არჟანიანი, ვასკეს ალექსის ძე არუთინოვი, ალი ჰუსეინ-ოღლი, გაიკ კარაპეტის ძე მირზოიანი, მამედ ალი ოღლი, სარქის მნაცაკანის ძე კაზაროვი, ალექსანდრე ანდრიას ძე კარპოვი, პავლე ვავილონის ძე ლეიკინი და ვასილ დიმიტრის ძე ბელოვი 1925 წლის 4 ივლისს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელი თავს კერძო შემოწირულობებითა და საქველმოქმედო საშუალებებით ინახავდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გ. ნ. იაკუბენკო მუშაობდა კურიერის შტატში. მისი ანაზღაურება იყო 2385 რუბლი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიისადმი“ წარდგენილ კავკავის სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ ქართული სასწავლებლის დაარსებამდე კავკაველი ბავშვები სიღარიბისა და რუსული ენის უცოდინრობის გამო იშვიათად შედიოდნენ საშუალო და პირველდაწყებით სასწავლებლებში სასწავლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავში ქართველი ბავშვებისთვის მთავრობის ნებართვით ოფიციალურად დააარსა პირველდაწყებითი სასწავლებელი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის პირველდაწყებითი ქართული სასწავლებელი საგნების სწავლების დროს ხელმძღვანელობდა კავკავის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის რჩევის მიხედვით გამოცემული და 1881 წლის 13 იანვარს კავკასიაში ხელმწიფის მიერ დამტკიცებული სამოსწავლო გეგმის მიხედვით.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძისა დაეხმარა სამზრუნველო კომიტეტს კავკავის სასწავლებლის შენობის ასაგებად 6663. 82 მანეთის შეგროვებაში.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 22 ოქტომბერს მართა ზაქარიას ასულ ჭავჭავაძისას დახმარებით დასრულდა კავკავის სასწავლებლის მშენებლობა, რაც სამზრუნველო კომიტეტს 6790.37 მანეთი დაუჯდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, ალ. პ. სარაჯიშვილისა და ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის ანგარიშიდან გაირკვა, რომ 1888 წლის 14 მაისიდან 1894 წლის პირველ იანვრამდე სხვადასხვა წყაროდან კავკავის სასწავლებლის სასარგებლოდ შევიდა 15 310. 49 მანეთი, დაიხარჯა – 14 781. 42, რამდენიმე პირისთვის მისაცემი ჰქონდათ – 1 044. 47, შესაბამისად ვალი დარჩა – 523. 20 მან.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, ალ. პ. სარაჯიშვილისა და ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის ანგარიშის მიხედვით, 1894 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე კავკავის სასწავლებლის სასარგებლოდ შევიდა 545 მანეთი, დაიხარჯა – 512. 18, ვალი დარჩა – 482. 38.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 22 ოქტომბერს დასრულებულ კავკავის სასწავლებლის მშენებლობას ს. დ. ყაზბეგი ხელმძღვანელობდა.