რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 მაისს მილიციის უფროსის დამხმარესთან, იმნაიშვილთან გამოცხადდა წითელი გვარდიის შტაბის თავმჯდომარე ალექსანდრე სოლომონის ძე მაისურაძე და განაცხადა, რომ წითელი გვარდიის შტაბის განკარგულებით ინტენდანტის სავაჭრო მაღაზიიდან 4 ტვირთმზიდი 1000 ფუთი შაქარი მერვე კომისარიატმა გააჩერა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს სოფელ გურჯაანში გასცეს მოწმობა (N1718) სიღნაღის რაიონის მცხოვრებ ზახარ ბერიშვილზე, რომ ის მსროლელთა პოლკში მსახურობდა და ასაკობრივი ცენზის გამო დაითხოვეს, რაც დგინდება ხელმოწერითა და პოლკის ბეჭდით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისის სხდომაზე თბილისის ვერის რაიონის წითელი გვარდიის შტაბმა გადაწყვიტა, შუამდგომლობა გაეწია მთავარ შტაბთან ცხინვალში გაციებული და ლოგინად მყოფი წითელგვარდიელი ეგია ადამიასთვის 400 რუბლით დახხმარების შესახებ. მას ძალიან უჭირდა და ნივთებს ყიდდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივნისს წითელი გვარდიის ნაძალადევის რაიონის შტაბი მთავარ შტაბს სთხოვს თანხის, 300 რუბლის გამოყოფას წითელგვარდიელი ზახარი გერმანოზაშვილის დაკრძალვისათვის. დასაფლავება დანიშნულია 6 ივნისს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 მაისს ვერის რაიონის წითელი გვარდიის წევრებს აცნობეს, რომ შტაბის რიგით სხდომაზე კომისიაში, რომელიც განიხილავდა მეხუთე დესანტის ჯარისკაცი პავლე ბროძელის დაკავების საქმეს, შტაბის თავმჯდომარედ აირჩიეს სტეფან კაიტანჯიანი, მდივნად – ევგენი კალანდარიშვილი, წევრად – სოლომონ არეშიძე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტეფან კაიტანჯიანმა და მდივანმა ევგენი კალანდარიშვილმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ჯულფა-ბაქოს რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების უფროსმა, ინჟინერმა ტრესკინსკიმ დეპეშა გაუგზავნა მუსლიმურ ნაციონალურ საბჭოს (ასლები გაეგზავნა ქალაქის თვითმართველობას, სბორშჩიკოვს, დლუსკის, მატვეევსა და მიშკინს), რომ რკინიგზის მე-3-მე-6 მონაკვეთების მოსამსახურეებმა, რომლებიც გზის მშენებლობაზე მუშაობდნენ, მათთვის მძიმე დროს თავშესაფარი მუსლიმურ გარემოში, ძირითადად, ორდუბატში, იპოვეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 იანვარს კოჩინოვმა ორდუბატიდან დეპეშა გაუგზავნა მატვეევს, ასლები – დლუსკისა და სბორშჩიკოვს, და სთხოვა, მოსამსახურეებისთვის შეეტყობინებინა, რომ ძარცვის დროს მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებისა და დახმარების გარანტიას აძლევენ. სამხედრო და გზათა კომისრებს – წერილობით ეპასუხათ მათ კატეგორიულ მოთხოვნაზე, იმის მითითებით, რომ უარის გამო მოსამსახურეებმა დაუყოვნებლივ დატოვეს სამსახური და ყველაფერი ბედის ანაბარა მიატოვეს.
1918
ტიპი: ავტორობა
ჯულფა-ბაქოს სამხედრო რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთა დროებითმა ცენტრ. აღმასრულებელმა კომიტეტმა 1918 წლის 8 იანვარს წერილი გაუგზავნა სამხედრო მინისტრის საქმეთა კომისარს და სთხოვა, სასწრაფოდ ეპასუხათ, სამხედრო უწყება აძლევდა თუ არა სანქციას ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას უბედური შემთხვევების და გაძარცვული მოსამსახურეებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად დახმარების გაცემის შესახებ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოსამსახურეები იძულებულები გახდებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ სამსახური. ამ საკითხის გადაწყვეტის დაყოვნების შემთხვევაში კი მოსალოდნელია გართულებები. კომიტეტი აფრთხილებს, რომ თუ მის ხმას არ გაიგონებენ, პასუხისმგებლობას იხსნის. წერილს ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე ეკოევი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 5 იანვარს მატვეევმა ორდუბატიდან თბილისში გაგზავნა დეპეშა თხოვნით, სასწრაფოდ შეატყობინონ, აქვთ თუ არა მოსამსახურეებს ძარცვით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გარანტია, ასევე მიეცემათ თუ არა დახმარება ძარცვისას ჩადენილი მკვლელობის და უბედური შემთხვევების დროს მოსამსახურეთა 2 ოქტომბრის კრების დადგენილებისა და დელეგატ გერბეცის განკარგულების თანახმად. 10 იანვრამდე პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში მოსამსახურეები თანხმობას გარანტიად ჩათვლიან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 იანვარს ჯულფის მატერიალური საწყობის მეარტელეებმა, საწყობის გამგეებმა – ფ. გალნიუშკინმა, ა. პოლიასნიკოვმა, პ. დავიდენკომ და ა. აგასანდიანცმა პატაკი (N79) ჩააბარეს ჯულფა-ბაქოს სამხედრო გზის სამუშაოების უფროსს, ინჟინერ ტრესკინსკის (ასლი გაუგზავნეს არტელის რწმუნებულ გ. პლუჟნიკოვს), რომელშიც ნათქვამია, რომ ჯულფის საწყობში შევიდა მუსულიმანური ჯარი, რომელმაც დაიკავა სურსათის განყოფილება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ოლგა ლანკო მუშაობდა დორტუარად ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ევფრასია ნეზაბეტოვსკაია ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში უფროსი დამლაგებელი იყო. მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მატრონა გრიზადუბოვა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ლაზარეთში მომვლელად, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მართა კალინოვსკაია მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტიში შვეიცარის დამხმარედ , მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ევფრასია ლებანიძე მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტიში ჭურჭლის მრეცხავად , მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ეფემია პოდოსენოვა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში კანცელარიის მოხელედ, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ევდოკია საბინინა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ლაზარეთში, მისი ხელფასი შეადგენდა 108 მანეთს
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს აგაფია ოლეინიკოვა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში დამლაგებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს აგაფია ჩეჩენოვა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ლაზარეთში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნინა ლომონოსოვა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში დამლაგებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ელისავეტა არამინასოვა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ბუფეტში.