რეგისტრირებული ფაქტები92705
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა ყვარელში, სადაც მოინახულა 1-ლი კავკასიის მეთოფურთა დრუჟინა და დაესწრო მათ აღლუმს.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვის მამიდა მართა თედოშვილი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ გ. დანილოვს მოსთხოვა წარედგინა საჭირო ცნობები იმ წერილის გამო, რომელიც მან თითქოს ალექსანდრე ნიჟარაძეს მისწერა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში უნდა აჩამოსულიყო ქართული ენის მცოდნე და მკვლევარი, ინგლისელი ფილოლოგი უილიამ რიჩარდ მორფილი.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 8 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვის მოწამვლაში ბრალდებული იყო დეიდამისი, მართა თედოშვილი, რომელიც დააპატიმრეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 აპრილს მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების წლიურ კრებაზე, თავმჯდომარე პ. ს. უვაროვისამ განაცხადა, რომ მისმა უდიდებულესობამ საარქეოლოგიო საზოგადოებას რუსეთსა და კავკასიაში კვლევისა და ძიებისათვის 10 000 მანეთი შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 12 აპრილს, გორში აღლუმზე დასასწრებად კავკასიის მთავრამარეთებელს- ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვს ელოდებოდნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლინევიჩი მომრიგებელ-მოსამართლე იყო.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 9 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალექსანდრე ნიჟარაძესა და მომრიგებელ-მოსამართლე ლინევიჩის დაპირისპირების საქმის წარმოება დასრულდა. გამოძიებამ ლინევიჩს უფლების გადამეტების გამო ბრალი დასდო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მუზეუმის ბაღში გადაიხადეს საარქეოლოგიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ადოლფ პეტრეს ძე ბერჟეს პანაშვიდი, რომელსაც დაესწრო მოქმედი თავმჯდომარე კობიაკოვი, მან სიტყვით პატივი მიაგო განსვენებულის ხსოვნას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 აპრილს ივანე სულხანიშვილის თავმჯდომარეობით გორში გაიმართა თავადაზნაურობის კრება, რომელზეც გადაწყვიტეს, ქვეყნის მმართველობისთვის მიემართათ თხოვნით, თბილისის კადეტთა კორპუსში სასწავლებლად მიეღოთ ქართველი ეროვნების მოსწავლეთა უმრავლესობა, რადგან სასწავლებელი ქართველ თავადაზაურთა თხოვნით დაარსდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 აპრილს გორში ივანე სულხანიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ თავადაზნაურობის კრებაზე გადაწყვიტეს, მიწების გამიჯვნამდე მთავრობისთვის მამულებზე გადასახადის დაწესების გადადების თხოვნით მიემართათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე სტანისლავ ვეისენგოფმა დაწვრილებით გადმოსცა მადათოვის კუნძულების ისტორია, რომლის მიხედვითაც, ქალაქის საბჭოს შესაძლებლობა ჰქონდა პრეტენზია გამოეთქვა ზოგიერთი ადგილის კუთვნილების შესახებ. საბჭომ დანიშნა შესაბამისი კომისია, რომელიც შეისწავლიდა საქმეს და გაარკვევდა ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე სახის უფლება.
1888
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა საქალაქო მამულების გაყიდვის საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ მათი პირდაპირი მოვალეობა ხალხის ხელშეწყობა იყო და სჯობდა დაეწყოთ მამულების გაყიდვა და არ დალოდებოდნენ ფასების ზრდას. გარდა ამისა, ქალაქში შენობების მატება და ცარიელი ადგილების შევსება მათთვის დიდი მოგების მომტანი იქნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ა. ივანენკომ ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა სკვერები მოეწყოთ კუკიაზე და ამისთვის იქ სხვა ბაღებისგან მოშორებით მდებარე ორი თავისუფალი მოედანი გამოეყენებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ საბჭოს სულ 300 თუმანი ჰქონდა ამ საქმისთვის გამოყოფილი, რითაც ფართის გასაზრდელად მირზოევისგან მამულის ყიდვას ვერ შეძლებდნენ.

