რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: აკაკი რაჟდენის ძე ნაფეტვარიძე, მიხეილ ნუცუბიძე, გრიგოლ ნიჟარაძე, ვასილ გრიგოლის ძე ონიკაძე და გიორგი გრიგოლის ძე ონიკაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას 1912 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართავს ლუჩიანო დე ბლასი, რომელსაც შეუძლებლად მიაჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 15 სექტემბრისთვის, რადგან თბილისში არ მოიპოვება დამკვეთთა მიერ მოთხოვნილი წითელი მარმარილო, ამასთან, მას არც ხელშეკრულების ფასი აძლევს ხელს.
1911
ტიპი: მფლობელობა
სატიტულო ფურცლის მონაცემებით, ლ. ო. დე ბლასის ფილების ფაბრიკა მხატვრულ-დეკორატიულად ამუშავებდა მოზაიკურ, ხელოვნურ მარმარილოს, გრანიტს, ქვასა და სხვა მასალას. მისამართი: თბილისი, მიხეილის გამზ., №127.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 28 დეკემბრის განცხადებაში ლუჩიანო დე ბლასი ქ. შ. წ. კ. გ საზოგადოებას სთხოვს ერთიანად გადაუხადონ კუთვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი (2000 მან.), რათა უფრო გააქტიუროს საქმიანობა. ამასთან, დასძენს, რომ მას უკვე კარგა ხნის გამზადებული აქვს ყველაფერი, მაგრამ ადგილზე არ ადგმევინებენ, რის გამოც დროც ეკარგება და მატერიალურადაც ზარალდება.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 22 აგვისტოს მოხსენებით ბარათში დავით კარიჭაშვილი აღწერს მასალის უხარისხობის მიზეზით ილია ჭავჭავაძის ძეგლზე გაჩენილ დაზიანებებს (რამდენიმე ადგილას დამსკდარია ჩარჩოს სახურავი; წინა პირზეც, თაღს ქვემოთ, ორი ქვებშორისი ნაპრალია) და ითხოვს, რომ შეკეთება დაევალოს ძეგლის ამშენებელ ინჟინერს - პეტრე მამრაძეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს ქეთევან ჟურულის მიერ შეგროვებული 140 მანეთი გადაეცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის 1911 წლის შემოწირულობათა ნუსხაში აღნიშნულია სიმონ სააკაშვილის 50 მანეთი და მის მიერ შეგროვებული 26 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ 1912 წლის 11 აგვისტოს დიმიტრი ერმაკოვს 15 მანეთი გადაუხადეს ილიას ძეგლის სურათში.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 ოქტომბერს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 მაისს ა. ბერიევი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნის დღეს გაწეული სამუშაოსთვის ინჟინერ პეტრე მამრაძისგან სრულად მიიღო კუთვნილი 8 მან., 50 კაპ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 აპრილს ლ. ო. დე ბლასი სთხოვს ინჟინერ პეტრე მამრაძეს, რომ მისი ანგარიშიდან გადაუხადონ ვ. აგლაძეს 63 მანეთი.
1913
ტიპი: ღონისძიება
ვ. დ. აგლაძე ხელწერილით ადასტურებს, რომ 1913 წლის 2 მაისს დე ბლასის ანგარიშიდან მიიღო 63 მანეთი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 აპრილს ლუჩიანო დე ბლასიმ ინჟინერ პეტრე მამრაძისაგან 100 მანეთი მიიღო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაობისათვის.
1913
ტიპი: ღონისძიება
გრიგოლ ბურჭულაძე პეტრე მამრაძეს სთხოვს, რომ დაუზუსტოს ლუჩიანო დე ბლასისთვის მისაცემი ფულის რაოდენობა, შეატყობინოს, მთლიანად გამოუწეროს კუთვნილი თანხის (891 მან., 50 კაპ.) ქვითარი თუ დააკლოს, რადგან საფლავის მოაჯირის სამუშაოები ჯერ არ აქვს ბოლომდე მიყვანილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სიმონ დიმიტრის ძე ყაზახაშვილი, მარიამ ალექსის ასული ყანჩაველი, ქეთევან ალექსის ასული ყანჩაველი, ზაქარია ალექსის ძე ყანჩაველი, მარგარიტა ესტატეს ასული ყველაშვილი და ნიკოლოზ ქიტესას ძე ყველაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ივნის-ივლისში შეიქმნა ილიას ძეგლის რესტავრაციის პროექტის შემდგენელთა ქვეკომისია, რომლის წევრები იყვნენ: პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ივანე ჯავახიშვილი, არქიტექტორი ანატოლი კალგინი, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი და არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი. ქვეკომისიის მიზანი იყო მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადასაკეთებლად სრული პროექტის შედგენა ავტორ იაკობ ნიკოლაძესა და მშენებელ პეტრე მამრაძესთან ერთად. ამ საკითხს არაერთი სხდომა მიეძღვნა, რომელთა თავხმჯდომარე იყო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ინჟინერ პეტრე მამრაძის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადაკეთება და ღობის (მოაჯირის) დასრულება 1065 მანეთი ჯდებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს ატყობინებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად აღარ ჰყოფნით თანხა, რის გამოც სთხოვენ გადაურიცხონ ბანკის მიერ ამ საქმისთვის შეპირებული 100 მანეთი (ხელს აწერს თბილისის გამგეობის საქმისმწარმოებელი - გ. ბურჭულაძე).
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ საბას ძე ხოზიაშვილი, ივანე ხახუტაშვილი, თევდორე ქიშვარდის ძე ხუხუნაიშვილი, იოსებ ივანეს ძე ხეჩინოვი, მიხეილ ხუბაჩოვი, ევგენი ხოჭოლავა და გიორგი იოსების ძე ხომასურიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ერისტო ლევანის ძე ხაინდრავა, მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძე, ვანო დავითის ძე ხახვიაშვილი, ლეონტი გიორგის ძე ხუთიძე და ივანე ხოსრაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი იაკობის ძე ხეთაგური, პეტრე ალექსანდრეს ძე ხომერიკი, იოსებ ხაზარას ძე ხმელიძე, სვიმონ ხორბალაძე, ბეჟან ვასილის ძე ხუნდაძე, ვასილ ხომერიკი და ფარნა ლევანის ძე ხაინდრავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: რაჟდენ მიხეილის ძე ჭავჭანიძე, დიმიტრი ჭიაბრიშვილი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ლუკას ძე ჭუმბურიძე, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი, იოსებ ლევანის ძე ხეცურიანი და ლავრენტი ელიზბარის ძე ხუციძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ ივლიანეს ძე ჭეიშვილი, ვარლამ გიორგის ძე ჭირაქაშვილი, ნინო გარსევანის ასული ჭირაქაძე, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, ვალერიან პავლეს ძე ჭანტურია, ალექსანდრე სიმონის ძე ჭურაძე და თამარ ისაკის ასული ჭურაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მოსე წეროძე, ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი, მიხა ვასილის ძე ჭოლაძე, ვარლამ მათეს ძე ჭავჭანიძე, თეოფილე ჭახონელი, მიხეილ გიორგის ძე ჭელიძე, აკაკი ივლიანეს ძე ჭეიშვილი და ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვენერა ანტონის ასული ძნელაძე, კოსტა გაბოს ძე ძებირაშვილი, სოლომონ კონსტანტინეს ძე ძაგნიძე, სვიმონ სამსონის ძე წერეთელი, მელიტონ გიორგის ძე წურწუმიძე, ალექსანდრე სიმონის ძე წივწივაძე და სოლომონ შევარდენის ძე წულაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

