საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81270

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნატალია ივანეს ასული ციცქიშვილი, მიხეილ გიორგის ძე ცაბაძე, ელისაბედ დიმიტრის ასული ცხვედიანი, თამარ ალექსის ასული ცხომელიძე, ალექს ივლიანეს ძე ცხომელიძე, აგრაფინა ცაგარელი, მარიამ ესტატეს ასული ციციშვილი, ნესტორ ცქიფურიშვილი, ლავრენტი ცუცქირიძე, ილია პანტელეიმონის ძე ცერცვაძე, გაბრიელ ქრისტეფორეს ძე ციცქიშვილი, მიხეილ ვასილის ძე ძიძაძე და ვარდენ ძიძიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ლებონიკა ჭელიძე, ივანე ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი, ანა ივანეს ასული ჭიაბერაშვილი, ვასილ ალექსის ძე ჭელიძე, კონდრატ დიმიტრის ძე ჭიჭინაძე, ია ჭუაძე, ანიკო ჭუჭულაშვილი, ემელიან ჭულიძე, მარტიროზ ჭეშმარიტოვი, ამბაკო ჭელიძე, ნინო მიხეილის ასული ხიზანაშვილი, ეკატერინე მიხეილის ასული ხიზანიშვილი, დარია ხვედელიანი, ლავრენტი ელიზბარის ძე ხურციძე, გიორგი იოსების ძე ხოსიტაშვილი, შაქრო ხაზიურიშვილი და პეტრე ხანდოლიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

ლუბა აბრამიშვილის პირადი საქმის მიხედვით, 1919 წელს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს საქმისმწარმოებელი იყო პავლე ბლუაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

ლუბა აბრამიშვილის პირადი საქმის მიხედვით, 1919 წელს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იყო შ. მხეიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის პირადი საქმის მიხედვით, 1918 წელს ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო იერონიმე არსენიშვილი.

1918

ტიპი: განათლება

ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის პირადი საქმის მიხედვით, მან დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ივლისს ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის ნამსახურეობის სია და სთხოვა, 1917 წლის 28 ოქტომბრიდან ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად დაემტკიცებინა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ევა ზაქარიას ასული ჩანადარია, ლავრენტი ჩიხლაძე, ლავრენტი სოლომონის ძე ჩიტაძე, ალექსი გიორგის ძე ჩიტაძე, შაქარა მიხეილის ძე ჩაჩიკაშვილი, მათე ივანეს ძე ჩხიკვაძე, ვანო დავითის ძე ჩიტაძე, შალვა კონსტანტინეს ძე ჩანტლაძე, ფუდუ ჩანტლაძე, კონსტანტინე ივანეს ძე ჩანტლაძე, ტიხონ ლევანის ძე ჩიგოგიძე, გაბრიელ გრიგოლის ძე ჩომახიძე და პრასკოვია კონსტანტინეს ასული ჩანჩალეიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: რაჟდენ ვასილის ძე ვაცაძე, ბართლომე ნიკოლოზის ძე ვაშაკიძე, გაბრიელ ივანეს ძე ვოსკომელია, მართა იესეს ასული ვიგორმინი, ელენე ნიკოლოზის ასული ვიგორმინი, ანდრია ნიკოლოზის ძე ვაშაკიძე, გრიშა თადეოზის ძე ვაშაკიძე, ივანე დავითის ძე ვასაძე, დაფინო ივანეს ასული ზამთარაძე, კოსტა სიმონის ძე ზეინაშვილი, ვარდენ ივანეს ძე თანდილოვი, შაქრო ალექსანდრეს ძე თუთარაშვილი და ალექსანდრე გაბრიელის ძე თედიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მარიამ ალექსანდრეს ასული აღნიაშვილი, გაბრიელ ზაქარიას ძე აბულაძე, ვლადიმერ აბგაროვი, შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი, გიორგი იაკობის ძე არეშიძე, სიმონ გაბრიელის ძე არჯევანიძე, ივანე მიხეილის ძე ავსაჯანოვი, ალექსი ადამაშვილი, ვლადიმერ ბესარიონის ძე აბდუშელიშვილი, ნინო დიმიტრის ასული აბაშიძე, აკაკი იოსების ძე ასათიანი, ილიკო ივანეს ძე აჩკარუნაშვილი, ნოე ყარამანის ძე ასამბაძე და ლუკა იაკობის ძე არველაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრობის კანდიდატთა სია: მინა წუწუნავა, ესტატე გიორგის ძე რუსია, ანდრია ქვარცხავა, დიმიტრი ოტიას ძე ზოდელავა, გიგო ჯგერნაია, თევდორე გაგუა, გიგო კანკია, თეოდოსია გიგოს ასული სიხარულიძე, სევერიან იოსების ძე გუგუშვილი, ნიკოლოზ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, დავით ალექსის ძე ლევიძე, გლახუა სოლომონის ძე კობახიძე, მიხეილ ივანეს ძე ბერულავა, იოსებ ჯანჯღავა, ანტონ დიმიტრის ძე ნინუა, ანდრია ჩხეიძე, ვარლამ მგელაძე, გრიგოლ ბახვას ძე ნადარეიშვილი, ვლადიმერ ცქვიტინიძე, ტერეზა ელიზბარის ასული ემუხვარი, გიორგი იორამის ძე თურქია, ივანე ფირცხალავა, იოსებ ლევანის ძე ფირცხალავა და გიგო ხურცილავა.

პირები
წყარო

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს თელავის განყოფილებამ თბილისის ბიუროს წარმომადგენელ გორდელაძეს წინასწარ გადაუხადა 20 მან. ჟურნალ-გაზეთებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივ. პაატაშვილი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლიდან ივლიანე აბესაძე მოღვაწეობდა პედაგოგიურ ასპარეზზე სხვადასხვა დაბალ და საშუალო სასწავლებელში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: სოლომონ (ჩიტა) ანდრიას ძე კასრაძემ, იასონ ნიკოლოზის ძე ელიოზიშვილმა, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელმა, დავით დავითის ძე კობალაძემ, სვიმონ ილიას ძე მაჩაბელმა, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძემ, ვასილ გაბრიელის ძე მჟნოვმა, მარიამ გიორგის ასულმა წინამძღვრიშვილისამ, იოსებ ისაკის ძე კასრაძემ და მიხეილ ანდრიას ძე მაისურაძემ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: დავით ივანეს ძე ბაქრაძემ, გიორგი დიმიტრის ძე კვალიაშვილმა, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილმა, ნიკოლოზ ალექსის ძე ხმიადაშვილმა, მღვდელმა ზაქარია საძაგლიშვილმა და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე და მღვდელი ივანე დავითაშვილი, ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც ქურთადან ჩაწერილები იყვნენ გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, ალექსანდრა ილიას ასული მაჩაბელი, სამსონ ანტონის ძე ბასიშვილი და ვასილ რევაზის ძე მაჩაბელი, ფხვენისიდან – გიორგი დავითის ძე ამილახვარი, ვლადიმერ ფილიპეს ძე უნაფქოშვილი, ქვემო ხვითიდან – ნატალია ფილიპეს ასული უნაფქოშვილი და თინათინ ვასილის ასული დიასამიძისა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ტყვიავიდან იყვნენ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი, ბარბარე ივანეს ასული ფავლენიშვილი, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავი და ნიკოლოზ ზაქარიას ძე კეცხოველი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ცხინვალიდან იყვნენ: ალექსი იოსების ძე კვინიკაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი და თამარა გიორგის ასული ლუკიანოვისა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ცხინვალიდან ჩაწერილები იყვნენ მაქსიმე მიხეილის ძე ელიოზიშვილი, ივანე სტეფანეს ძე ცერაძე, აპოლონ ალექსანდრეს ძე მაჩაბელი, ივანე ზაქარიას ძე გაბაშვილი, დიმიტრი დავითის ძე ალშიბაია.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც იყვნენ ილია ქარუმის ძე დედანაშვილი, ივლიტა ალექსის ასული კოკელიძისა, ბარბარე საბას ასული ლალიაშვილისა, ვახტანგ ბარათაშვილი და გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვ. კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის წევრთა სია. 1909 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ბაგრატ იოსების ძე ჩიკვაიძე, მიხეილ საბას ძე ცისკარაშვილი, ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი და კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ ის არ ეთანხმებოდა 25 იანვრის სხდომაზე გამგეობის მიერ გამოტანილ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, გამგეობის წევრ ნინო ნაკაშიძეს, იმ შემთხვევაში თუ ის არ დააბრუნებდა სესხად წაღებულ 18 ფუთ ქაღალდს, ფუთში 15000 მანეთი უნდა გადაეხადა. კიკვაძის თქმით, ქაღალდი, რომელიც გამგეობამ ნაკაშიძეს ასესხა ბაზარზე ფუთი 35000 მანეთად ფასობდა. 18 ფუთში გამგეობას 530000 მანეთი უნდა აეღო, ხოლო დადგენილებით განსაზღვრული ფასის მიხედვით 270000 მან. რის გამოც, ზარალი 360000 მანეთს შეადგენდა. 11 იანვრის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქაღალდის შეძენა ფუთი 20000 მანეთად. ის ქაღალდი პატარა ფორმატის იყო და მხოლოდ ბროშიურებისთვის გამოდგებოდა. მიუხედავად ამისა, მეპატრონემ 24000 მანეთზე ნაკლებად არ დათმო. ნაკაშიძემ ქაღალდი ისესხა და ვალდებული იყო დაებრუნებინა ისეთივე ხარისხის ქაღალდი ან გადაეხადა იმდენი, რომ საზოგადოებას თვითონ შეეძინა ეს ქაღალდი. კიკვაძის აზრით, გამგეობას არც ზნეობრივი და არც იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შინაურულად საქმის მოგვარებით ამოდენა ზარალი მიეყენებინა საზოგადოებისთვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე იყო ქალთა მე-6 გიმნაზიის მასწავლებელი.