რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილს თელავის საპყრობილის ტუსაღებისთვის წერა-კითხვის სწავლება ევალებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი თელავის საპყრობილის წიგნსაცავის გამგედ დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ხახუტააშვილმა თელავის საპყრობილეში სამკითხველო დააარსა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. ნოსირში ბოქაულ თ. აბაშიძის განკარგულებით სოლომონ სახოკია დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვალს კავკავის საკომერციო კლუბში მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ მასკარადი გაიმართა. მასკარადიდან ნაღდი შემოსავალი 140 მანეთამდე დარჩა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 თებერვალს გიორგი კალაევის რძის მაღაზიიდან სულხან ბალაშვილმა 165 მანეთი და დამბაჩა მოიპარა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 3 თებერვლიდან ნიკოლოზ არღუთინსკი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივნად დანიშნეს.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში მყოფი დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი ავად იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღში ი. ა. გოზალოვს 18 მანეთის ღირებულების სპილენძის ტასტი მოჰპარეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიქელაძე სიღნაღის წმინდა ნინოს მონასტრის იერომონახი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღში ი. შავლიაშვილს 7-მანეთიანი ფარდაგი მოჰპარეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სულხან ბალაშვილი 165 მანეთისა და დამბაჩის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. დ. მაჭავარიანი დეკანოზი იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხუბულოვს 1887 წელს სურამის რკინიგზის კანტორიდან ჩანთის მოპარვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 თებერვალს კონსტანტინე მდივანს 100 მანეთის ღირებულების ნივთები მოჰპარეს.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 6 თებერვლიდან ტელეგრაფის სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელი ჯაიანი 20 დღით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 თებერვალს მ. ჩაჩავას თაოსნობით ოჩამჩირის სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

