საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88132

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგის ზღვევის საზოგადოებას, რომლის მთავარი აგენტიც საქართველოში ნ. ბ. ხოსროევი იყო, უძრავი ქონების, თანხისა და შემოსავლის დაზღვევა ევალებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთის საარქეოლოგო საზოგადოების წერილების მესამე ტომში დაბეჭდილი იყო ნიკო მარის წერილი „სიბრძნე ბალავარისას“ შესახებ.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. რუსიევი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. ი. გაუსმანი გორში პეტერბურგის ზღვევის საზოგადოების აგენტად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ს. ჯომარდიძე ბორჯომში პეტერბურგის ზღვევის საზოგადოების აგენტად მუშაობდა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 9 თებერვალს იესე ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი სოფ. ქვიტირში გარდაიცვალა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე აფხაზი თბილისის სასამართლო პალატის საგანგებო საქმეთა უმცროს მოხელედ დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს წლიურად 5 000 მანეთი პენსია დაუნიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს მეუღლის დასასაფლავებლად 5 000 მანეთი გადასცეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხუნდაძე სარაჯოვის სახლში მოსამსახურედ მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ისარლოვი ამიერკავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. ყიფიანი ქუთაისში ღვინოს ყიდდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბოვი ზაქათლის ოლქის სასამართლოში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბოვი სამსახურიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხუნდაძე ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაგრატ ქავთარაძე რაჭის სამაზრო გამგეობის საქმისმწარმოებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვალს ილია თომას ძე პუხაშვილმა 25 მანეთის ღირებულების ავეჯი მოიპარა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბ. კობლუკოვს ხუნდაძემ 200 მანეთი მოჰპარა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი ქუთაისის სამოსამართლო პალატის კანცელარიის მეორეხარისხოვან მოხელედ დანიშნეს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სამაზრო გამგეობის საქმისმწარმოებელი ბაგრატ ქავთარაძე ავადმყოფობის გამო 28 დღით სამსახურიდან დაითხოვეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უღრელიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარჯანიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლაში 41 შეგირდი სწავლობდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ მთავარი გამგეობიდან – 200 მანეთი, საწევრო გადასახადიდან – 1899 მანეთი, ქართული წარმოდგენებიდან – 73 მანეთი და 80 კაპიკი, გაყიდული ავეჯიდან – 76 მანეთი და 10 კაპიკი, სკოლის მდგმურისგან – 70 მანეთი, სახალხო სეირნობიდან – 963 მანეთისა და 65 კაპიკის შემოსავალი მიიღო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ანასტასია თუმანიშვილის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული 3-მოქმედებიანი კომედია „ჯერ თავო და თავო“.