რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი გ. გ. მირზახანოვი საქმეს უბუღალტროდ აწარმოებდა, რამაც მისი გაკოტრება გამოიწვია.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 მარტს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგიდან თბილისში წამოვიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ სალიტერატურო და სამუსიკო საღამოში უნდა მიეღო მონაწილეობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს უნდა ეკურთხებინათ პირუტყვთა სამკურნალო, რომლის დირექტორიც მელქუმოვი იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბრიელ მიტროფანოვს ევროპული ხალიჩის მოპარვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე კოტე სიმონის ძე მესხს უნდა მიეღო მონაწილეობა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნერსე თაიროვსა და კოსტა ძაგანიას აკოფ ჯეირანოვის ცემა ედებოდათ ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე ილია ჭავჭავაძეს „ოთარაანთ ქვრივიდან“ სცენა უნდა წაეკითხა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე დავით გიორგის ძე ერისთავს ლექსი უნდა წაეკითხა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს სოფ. წიფაში მიხეილ ზარიძემ ნესტორ თხელაძე რევოლვერით მოკლა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე გ. ვ. მაჩაბელს საზოგადოების წინაშე პირველად უნდა ემღერა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბასიევს მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარლის სახლის გაქურდვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 მარტს ქართულმა დრამატულმა დასმა აკაკი წერეთლის 3-მოქმედებიანი კომედია „კინტო“ წარმოადგინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 მარტს ლ. ასათიანი ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების წევრთა წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 27 მარტს იულია ალექსანდრეს ასულმა ივანოვისამ დარიშხანით თავი მოიწამლა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 27 მარტს პოდპოლკოვნიკმა თეოდორ თეოდორის ძე ლიპინსკიმ თავი მოიკლა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 28 მარტს სასტუმრო „ბერლინში“ ჯარისკაცმა სვიმონ ფომიჩევმა თავის მოკვლა სცადა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ აფროსინოვს ელისაბედ ბერიევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.

