რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ლუკა კუპრაძემ, ილია შაინოვმა, ილარიონ ჭეიშვილმა და ლევან მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თითო მანეთი შესწირეს, ივანე ჯაყელმა და მაქსიმე ნაკაიძემ – 20-20 კაპიკი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უშაგონში ნაპოვნი ძველი ფულები შესწირა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონტი ზიბზიბაძეს ესტატე თურმანიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 15 აპრილს თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მღვდელი მიხეილ ნასყიდაშვილი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის შაჰი ნასერ ალ-დინი თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 აპრილს თბილისში ე. ტერ-სარქისოვის ხელმძღვანელობით მეველოსიპედეთა წრის კრება გაიმართა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილს გორში სანთლის საწყობი ჰქონდა ჩაბარებული.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი გორის ოქონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მღვდელი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილმა გორის ოქონის ღვთისმშობლის ძველი ეკლესია ხელახლა ააშენა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი 15 წლის განმავლობაში ბლაღოჩინი იყო და სასულიერო სასწავლებელს ემსახურებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 აპრილს თბილისის ქართულ თეატრში გიორგი დავითის ძე ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“ უნდა წარმოედგინათ.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის საბჭოს წევრი იყო.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არისტაკოვი აფთიაქის მეპატრონე იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 18 აპრილს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი და სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი თბილისის ფრანგული დასის მიერ წარმოდგენილ ოპერეტს, „მილოს“ დაესწრნენ.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 18 აპრილს სოფ. ბეჟათუბანში ქვის ჩამოწოლის შედეგად ოსმალეთის ქვეშევრდომი მაჰმედ ფაშა-ოღლი დაიღუპა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“ დაიბეჭდა და მაღაზიებში იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის 131-გვერდიანი „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“ 7 შაურად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 აპრილს ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი თბილისიდან ქუთაისში დაბრუნდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ნიკო გიგაურმა „რობერტ ოვენი“ გამოსცა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ლექსიკონის მეორე ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოდადოების წიგნსაცავიდან 3 მანეთად იყიდებოდა.

