რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 19 იანვარს დანიშნულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე 1890 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1891 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა განეხილათ.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამრევლო სკოლების მასწავლებლები, რომელთაც თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებელი ჰქონდათ დამთავრებული, ქართველ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას ვერ მისცემდნენ, თუ დედათა სასწავლებელში ჯეროვანი ყურადღება არ დაეთმობოდა ქართული ენის სწავლებას.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თბილისის მაზრაში სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ყვავილის, გავრცელებასთან დაკავშირებით გუბერნიის ადმინისტრაციამ იმ პირთა რიცხვი გაზარდა, რომელთაც მოსახლეობის აცრა ევალებოდათ. მათ ადმინისტტრაციამ სამოცი მანეთი ხელფასი დაუნიშნა და სახელმწიფო გადასახადებისაგან გაათავისუფლა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მცხოვრებლებმა, ზაქარ ოვაკიმოვმა და არტემ ხეჩატუროვმა, პოლიციაში განაცხადეს, რომ 6 იანვარს ტრაქტირის მფლობელმა შერგილ მათუზოვმა და მისმა მზარეულმა ავეტიქ დავიდოვმა გაძარცვეს.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის" ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ განჯის გუბერნიის მცხოვრები პეტროს ბაგრამოვი, გორის მაზრის სოფელ სასირეთის მცხოვრები დავით ლეფარაშვილი, სიღნაღელი სუქიას სუქიასოვი, ველისციხელი საქულ დავიდოვი, თელაველი ზაქარია არუთინოვი.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ მეგრელი იაკობ კუპრავა, ყაზახელი პავლე პაპიევი, ილია გრუბელაძე, გუმბრელები – ტომას საგოიანცი და სარქის ტერ-არაქელოვი.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლე კარაპეტ კაჩაროვი, სპარსელი ბაბა-აირაპეტ-ოღლი, კოდელი გლეხი ყაზარ საქულოვი ალათაშვილი, ნახიჩევნის მაზრელები – მიხეილ ნაზაროვი და გეორკ მირზახანოვი.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ ახალბაიაზეთის მცხოვრებნი: გევორკ შაროევი, ქეღამ ბაღმესოვი, სისაკან ხალგაშოვი.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ ისაკ ალექსის ძე მინასოვი, ბადალ ტერ-არუთინოვი, მაღაკია სემონოვი, პეტრუხ ოჰანეზოვი, ტიგრან ოჰანეზას ძე ბილბალოვი.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ გრიქურ ფარნაოზის ძე კატანიანცი, კევორკ ხეჩოს ძე აკოფოვი, სარიბეკ არუთინას ძე მუშრუნოვი, ალექსანდრე ოჰანეზას ძე გრიქუროვი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 7 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი ვალის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინა გიორგის ასულ ვახვახოვის კუთვნილ თელავის მაზრის სოფელ კონდოლში მდებარე 308 დესეტინასა და 555 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს მიწას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური, საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით – 8 მანეთი.