რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 30 სექტემბერს ბუგეულის (ქვედა) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ დავითის ძე აბუთიძე გარდაიცვალა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 30 სექტემბერს ამბროლაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი გრიგოლ დავითის ძე აბუთიძე გარდაიცვალა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 9 ოქტომბერს სევის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი მარკოზ გრიგოლის ძე გრძელიშვილი გარდაიცვალა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წინამძღვარიანთკარის სკოლისთვის თანხის, წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნა გადაწყვიტეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხის სკოლის მზრუნველის, იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძის თხოვნა სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის თაობაზე.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის მასწავლებლისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით მოემზადებინათ წერილი ბათუმის ქალაქის სამმართველოსადმი სკოლის შენობისათვის მიწის გამოყოფის შესახებ.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი დაიბადა 1889 წლის 1-ელ ნოემბერს სოფ. ჭილაში (ზემო იმერეთში).

