რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გუგუა ზაგაშვილმა 60 კაპიკი შესწირა სკოლისთვის, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე აქვეყნებდა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების უწყებას, რომ 24 იანვარს ბანკის შენობაში საქველმოქმედო ლატარიის ბილეთები გაიყიდებოდა რუსეთში 1891 წლის მოუსავლიანობის გამო მოშიმშილე მოსახლეობის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით ელექტრონით განათების მსურველ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ნებართვა ადგილობრივი სატექნიკო დაწესებულებისგან უნდა აეღოთ.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა 18 იანვარს ქუთაისის ახლად შექმნილი ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე მიღებული დადგენილების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა კონკურენციას არ გაუწევდა თბილისში არსებულ საზოგადოებას და ხელს შეუწყობდა მისი დაბეჭდილი წიგნების რეალიზაციას.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 25 იანვრის „ივერიის" ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილს ზვარი ჰქონდა სოფელ რუისპირში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარმა გიორგი სიხარულიძემ და მისმა შვილმა იორდანე სიხარულიძემ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიას 80 მანეთი შესწირეს და აღუთქვეს, რომ ეკლესიის შენობის განახლებაშიც შეიტანდნენ წვლილს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგნატე ჭინჭარაძე ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიის მზრუნველი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას საბენეფისოდ წარმოდგენილ მის ვოდევილში „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“ მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევი, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი კანდელაკი, კონსტანტინე შათირიშვილი, კიკნაძე, ანდრია ადამიძე, მათე იანქოშვილი და ვალერიან გუნია.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ჩიკოიძემ და ნ. ასათიანმა თითო მანეთი გაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვას. ბეზირგანაშვილმა 2 მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვ. აგიაძემ და დ. ხახუტაშვილმა მანეთ-მანეთი გაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ე. მირიანაშვილმა მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჯაფარიძემ და გრ. ბურჭულაძემ 2-2 მანეთი გაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის „ივერიის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ალ. ლოლუამ 5 მანეთი გადასცა ალექსანდრე ყაზბეგის დასახმარებლად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხის სკოლის მასწავლებელმა გიორგი ჯაფარიძემ ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ 12 მანეთი შეაგროვა და „ივერიის“ რედაქციას გადასცა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ მეჯვრისხევის სკოლის მასწავლებელი თეოფილე კანდელაკი მადლობას უხდის შემომწირველებს სკოლისთვის ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერის გამო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავლაბარში, წყალობა არუთინოვის დუქანში, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილის რუისპირის ზვრის საუკეთესო თეთრი და წითელი კახური ღვინო იყიდებოდა.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა არუთინოვს დუქანი ჰქონდა ავლაბარში, სირაჯხანის თავში, აფთიაქის ზემოთ, ტრაქტირის პირდაპირ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი მიქელაძემ მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორისგან თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერს დაკისრებული ჰქონდა საზოგადო ზვრების გაშენების საკითხი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი სოფელ საგარეჯოში ჩავიდა საზოგადო ზვრების გაშენების თაობაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე დავით მიხეილის ძე იმნაიშვილმა ლანჩხუთის ორკლასიანი სასწავლებლის ბიბლიოთეკას წიგნები შესწირა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ასათიანმა მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.