რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სახელოსნო გამგეობის ატესტატის მფლობელი ესმა გიორგის ასული ქიქოძე მსურველებს სთავაზობს ქალის ტანსაცმლის ჭრა-კერვის სწავლებას სამი თვის განმავლობაში 20 მანეთად, აგრეთვე ქალის ტანსაცმლის შეკერვას ხელსაყრელ ფასად ქ. ოზურგეთში.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, გორის სამაზრო სამმართველოს კანცელარიის მოხელე სიმონ სოლომონის ძე კანდელაკი დაინიშნა თბილისის ოლქის სასამართლოს კანცელარიის მოხელედ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. ნა-ლის (ალექსანდრე ნანეიშვილის) წერილი „ქართული თეატრი ქუთაისში“, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით ერისთავის „სამშობლოში“ კოტე მესხმა და კოტე ყიფიანმა დიდი ოსტატობით ითამაშეს ლეონიძისა და ხიმშიაშვილის როლები.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, 60 წლის ირინე ლორთქიფანიძისა აზნაურ სამსონ ლორთქიფანიძის მეუღლე იყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფითოევს რუსული დრამატული დასის ანტრეპრენიორობის ვადა ამოეწურა.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძე იყო დიმიტრი გიორგის ძე ქვლივიძის ძმა.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაცვლილი ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძის პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში უნდა შემდგარიყო 18 თებერვალს.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძის ცოლი იყო ნატალია ეფრემის ასული ქვლივიძისა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 22 თებერვალს ვ. ი. ვოლკომირსკის ლექცია უნდა წაეკითხა თემაზე, შესაძლებელია თუ არა იარსებონ მცენარეებმა და ცხოველებმა ცის მნათობებზე.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელ ტერ-კოსტა არარატიანს ეჩმიაძინის სინოდის ბრძანებით მღვდელმსახურების ნება დაერთო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ვკითხულობთ, რომ საადგილმამულო ბანკმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს გამოუყო 500 თუმანი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 14 თებერვალს რუსეთში საკვების გარეშე დარჩენილი ხალხის დასახმარებლად სოფელ ბაკურციხეში გამართული მეჯლისის შესახებ წერდა.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკის მიერ გამოყოფილი 500 თუმნიდან 180 მანეთი გამიზნული იყო ყველის გაკეთებისა და საქონლის მოვლა-მოშენების შესასწავლად ედიმონოვის სასწავლებელში გაგზავნილი ფშაველი მოსწავლის გზის და შენახვის ხარჯისთვის.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკისგან გამოყოფილი 500 თუმნიდან 50 მანეთი განკუთვნილი იყო წინა წელს იალტაში, ნიკიტის სასწავლებელში, წასული ერთი მასწავლებლისა და ერთი მოსწავლის გზის ხარჯისთვის.
1892
ტიპი: ნასამართლეობა
1892 წლის 20 თებერვალს დანიშნული იყო ალექსანდრე აღნიაშვილის სასამართლო საქმე, რომელსაც ბრალი ედებოდა კონსტანტინე ბებუთოვის მკვლელობაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 22 თებერვალს ვ.ი. ვოლკომირსკის მიერ წაკითხული ლექციის შემოსავლის ნახევარი დანიშნული იყო დამშეულთა სასარგებლოდ, ნახევარი – ნათლისღების დღეს უბედური შემთხვევის გამო დაზარალებულთათვის.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნა სთხოვა, რომლებშიც ვაჟა-ფშაველას პოემები იყო დაბეჭდილი.