საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88112

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1917 წლებში ონისიმე ექვთიმეს ძე სანიკიძე ჩხენიშის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1904 წლებში თომა სპირიდონის ძე დუგლაძე ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1916 წლებში სოკრატ ლუკას ძე ფერაძე ჭალატყის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-13 წლებში გიორგი მაქსიმეს ძე ტყემალაძე ჭილოვანის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1893 წლებში ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წელს მიშა თუშმალიშვილი, ბესო მაისურაძე, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ვანო მაისურაძე და სხვ. ავლაბარის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს ავლაბარში გიორგი ელისოვის, გიორგი მურმანიშვილის და დათიკო ხოსროევის მეთაურობით ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა ამხანაგობა, რომელიც მალე დაიშალა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს მაკარ ჯანელიძე ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის გამო გელათის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობიდან გადადგა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თბილისში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია შეუერთდა ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ჯგუფს, რომელიც ქალაქის განაპირა უბნებში სახალხო წარმოდგენებს მართავდა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, მაგრამ აკრძალული წიგნების კითხვის გამო III კლასიდან გაუშვეს.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს შიო დედაბრიშვილმა და ვარშავაში მცხოვრებმა უმაღლესი სასწავლებლის ქართველმა სტუდენტებმა შეადგინეს „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდება.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის ნეკროლოგი „ამვროსი დავითის ძე ხელაშვილი“.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს დიმიტრი ხოშტარიამ დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1891 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების პერიოდში დუტუ მეგრელი ავად გახდა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო ვერ აიღო ოდესის უნივერსიტეტის დიპლომი.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოიცა თედო სახოკიას მიერ თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს, მას შემდეგ რაც დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო ვერ აიღო ოდესის უნივერსიტეტის დიპლომი, დედამისმა ურჩია, დიპლომზე ფიქრს შეშვებოდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოვიდა თედო სახოკიას მიერ თარგმნილი ვოლტერის „უმანკო“.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი 1891 წელს სოფ. ქვაბულოში დაიბადა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თედო კიკვაძე მაკვანეთიდან ზესტაფონში გაემგზავრა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს თედო კიკვაძე იყო გომის შავი ქვის განყოფილების გამგე.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ თედო კიკვაძე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ გომში გაგზავნა შავი ქვის კანტორის გამგედ.