რეგისტრირებული ფაქტები79291
სორტირება თარიღი მზარდობით
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ დავით მესხს მისწერა, რომ სანდრო შანშიაშვილთან ერთად გაეცნო მის მოგონებებს, რომელიც მათ ვუკოლ ბერიძემ გადასცა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 27 მაისს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა დუტუ მეგრელს №244 მიმართვის სახით დაავალა ავტობიოგრაფიული შენიშვნების დაწერა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პეტერბურგის საგადასახადო სამსახურმა დააკმაყოფილა დუტუ მეგრელის მოთხოვნა გადასახადთა ინსპექტორად დანიშნვის შესახებ.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი თომა ხოშტარია იყო დიაკვანი.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი თომა ხოშტარია სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობდა დიაკვნად.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, თომა შიოს ძე ხოშტარია.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ყავდა დედა, მარიამ გაგუა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი, მარიამ გაგუა წარმოშობით სოფელ კოტიანეთიდან იყო.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სტუდენტობის პერიოდში მიხეილ ხელთუფლიშვილი მოსკოვში ცხოვრობდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მიხეილ ხელთუფლიშვილი მეგობრობდა გიორგი ლასხიშვილთან.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ დადიანი იყო ცნობილი მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ დადიანი იყო შალვა დადიანის მამა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 24 ივნისს დავით შარაშიძემ ლევილიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის მეუღლეს, ელენე ტუსენ-შარაშიძეს მეორე მცირე ოპერაციაც დასჭირდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 30 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს ყირიმიდან მისწერა, რომ ძალიან გაანაწყენა „ლიტერატურულ გაზეთში“ პაოლო იაშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებულმა სტატიამ.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 12 ივლისს ტიციან ტაბიძემ ნინა მაყაშვილს გაგრაში მისწერა და სთხოვა, მომავალში აუცილებლად დაეთარიღებინა თავისი წერილები, ასევე შეეტყობინებინა, რა თანხა სჭირდებოდა ბინის ქირისა და პროდუქტებისთვის, რათა მას ფულის დროულად გადაგზავნა მოესწრო.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.
1930
ტიპი: გარდაცვალება
1930 წლის 2 სექტემბერს კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი მელეტი იოანეს ძე რიჟამაძე გარდაიცვალა.