საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები79291

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1937 წლებში არჩილ ჩაჩიბაია მუშაობდა კასპის პედტექნიკუმის დირექტორად.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას რომანი „ენთუზიასტები”.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას რომანი „ენთუზიასტები”.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში გიორგი სამხარაძე მუშაობდა მე-8 შვიდწლიანი სკოლის დირექტორად ქუთაისში.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში მამია ასათიანი განათლების განყოფილების გამგის მოადგილე იყო ქუთაისში.

1931

ტიპი: განათლება

1931-1935 წლებში ვლადიმერ გოლოევი სწავლობდა მოსკოვში ჟურნალისტიკის უმაღლეს კურსებზე.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე ასწავლიდა გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ თბილისში მალე გამოიცემოდა მისი ლექსების კრებული და მოთხრობა „ჭიაკოკონა“.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა და სთხოვა გაერკვია, როდის იგეგმებოდა მისი წიგნის რუსული თარგმანის გამოცემა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 22 თებერვალს შალვა რადიანმა რაჟდენ გვეტაძეს მისწერა და მოსთხოვა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს გასაბჭოების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც 24 თებერვალს განათლების მუშაკთა სახლში გაიმართებოდა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წლის მარტიდან 1943 წლამდე პეტრე ბახტურიძე მუშაობდა გაზეთის „ლენინის გზით“ პასუხისმგებელ მდივნად.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 4 მარტს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს მუზეუმის დირექტორს და გამოცდების მოსამზადებლად სამი თვის განმავლობაში ათ-ათი დღით შვებულება ითხოვა, რადგან ზაფხულში თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის 10 გამოცდა უნდა ჩაებარებინა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მისი მოთხრობა „ქეთო და ცხენი“ მალე ქართულად ითარგმნებოდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოსულან ტიციან ტაბიძე და სიმონ ჩიქოვანი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც სანდრო შანშიაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „მთვარის მოტაცება“ მკაცრად გააკრიტიკა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წლის 17 მარტით დათარიღებული მოწმობის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ჰუმანიტარული განყოფილების გამგედ მუშაობდა და ხელფასი 120 მანეთი ჰქონდა. მოწმობას ხელს აწერენ მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მისი მდივანი ანდრია აფაქიძე.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 19 მარტს მუხ­ლის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ონისიმე ტრიფონის ძე მინდელი გარდაიცვალა.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წლის 2 აპრილს გაცემული მოწმობის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე 3-14 აპრილს შვებულებით გურიაში მიემგზავრებოდა. მოწმობას ადასტურებენ ადგილკომის თავმჯდომარე ნ. ბერძენიშვილი და მისი მდივანი ნ. ჯ.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წლის 8 აპრილს შალვა შარაშიძემ დედას – ნინო ქიქოძეს შეატყობინა, რომ წამალს იშოვნიდა იროდიონ სონღულაშვილის დახმარებით.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს მისწერა, რომ მამამისი, მწერალი დავით კლდიაშვილი, მძიმედ ავადმყოფობდა და შეიძლება რამდენიმე თვეც ვეღარ ეცოცხლა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს ერთი წლის წინ დავით კლდიაშვილის საიუბილუო საღამოზე მწერლისთვის პენსიის დანიშნვის შესახებ მიცემული დაპირება შეახსენა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 4 ივნისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღწერდა თავისი შვილის, გოგის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 11 ივნისს ალექსანდრე შარაშიძემ გიგო დავითის ძე შარაშიძეს მისწერა, რომ კომისარიატმა მას მასწავლებლების ხელფასის ზედმეტად დახარჯვა დასდო ბრალად, რის გამოც მარტისა და აპრილის ჯამაგირი არ გადაუხადა. იგი ვითარების გასარკვევად თბილისში ჩავიდა და დანაკლისი 2000 მანეთი აიღო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 ივნისს გიორგი ლეონიძემ შალვა რადიანს მისწერა, რომ ლიტერატურის მუზეუმს მწერლების კუთვნილი მემორიალური ნივთების შესყიდვის იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას ნივთების შეგროვება-შესყიდვაზე მწერალთა ფედერაციას უნდა ეზრუნა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 29 ივნისს ვალერიან გაფრინდაშვილმა შალვა რადიანს მისწერა, რომ მიიღო მისთვის გაგზავნილი ჟურნალები და შეეცდებოდა, მითითებული მასალები უმოკლეს დროში ეთარგმნა.